პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კირილ დმიტრიევი - აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა. მისივე თქმით, მხარეები ასევე თანამშრომლობენ სხვა ენერგეტიკულ პროექტებსა და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნაზე.

კირილ დმიტრიევი - აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა
ინტერპრესნიუსი

აშშ-თან „დიზელის გარიგება“ ძალაში 23 ოქტომბრიდან შევა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

„დიზელის გარიგების შესრულება ფაქტობრივად ხვალიდან დაიწყება“, - განაცხადა კირილ დმიტრიევმა.

მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება „ზოგიერთი ევროპელი კოლეგის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, „რომლებიც თავად გაცილებით მეტ რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ, ვიდრე აშშ“.

„ასევე, ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ სხვა ენერგეტიკული და ტექნოლოგიური პროექტების შესახებ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების შექმნაზე“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიაშშ-რუსეთს შორის "დიზელის შეთანხმება" დღეიდან ამოქმედდება - რას გულისხმობს?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები