პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობათბილისის საქალაქო სასამართლო

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბას განცხადებით, ხელისუფლების კრიტიკის გამო მეუფე იობის წინააღმდეგ „მანქანა ამუშავდა“ და მას „ნაციონალობა“ დააბრალეს. ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება კრიტიკის მიღების ნაცვლად შეტევაზე გადავიდა.

ამუშავდა მანქანა, მეუფე იობს ის დააბრალეს, რაც არასდროს ყოფილა – ეპისკოპოსი საბა
ნეტგაზეთი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ქადაგების დროს სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა იმ გამოხმაურებებზე, რაც მეუფე იობის „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულ განცხადებას მოჰყვა. ეპისკოპოსის თქმით, აზრის გამოთქმის გამო მეუფე იობს „ნაციონალობა“ დააბრალეს:

„უცბად ამუშავდა მანქანა, რომ მეუფე იობი თურმე… ის დააბრალეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ არ არის, რომ თურმე ნაციონალია მეუფე იობი. იმიტომ, რომ რაღაცა თქვა. აი, ეს არის ყველაზე მეტად გაშავების ისა, რომ თუ რაღაცა თქვა ადამიანმა ისეთი… ნაციონალია!

მეუფე იობი იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი, რომელიც წინ აღუდგა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არის „ოცნება“. იმიტომ, რომ მახსოვს კადრები, როცა მცხეთაში ჩავიდა და მხარი დაუჭირა ღიად ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას. მაგრამ დღეს ახლა რაღაცა, იმიტომ, რომ ადამიანი მოვიდა მთავრობაში, მოვიდნენ მთავრობაში, უნდათ, რომ ბოლომდე იყოს, იმიტომ, რომ ნახეს, თურმე რა კარგი ყოფილა ძალაუფლების ქონა და სულ იყო, აღარ გინდა სხვას დაუთმო, გადააბარო. აი, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი, მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს, მღვდელმთავრებსაც – ძალაუფლების ტკბობის… აი, ამიტომაც, ჩვენც, მე ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს, თავი უნდა დაიმდაბლო და შეხედო, და მათ შორის კრიტიკაც უნდა მიიღო ადამიანების, იმიტომ, რომ იქნებ შენ ვერ აკეთებ ისეთს. პირიქით რომ დაენახათ მეუფე იობის სიტყვები, რომ იქნებ რაღაც ჩვენ გამოსასწორებელი გვაქვს, შეტევაზე გადავიდნენ“, – თქვა სასულიერო პირმა.

მან მრევლს შეახსენა სახარების ის მონაკვეთი, რომელიც შაბათს მსახურებაზე წაიკითხეს:

„მღვდელმთავრები არიან მოციქულთა გამგრძელებლები, მოციქულები დღეს. და უფალი ეუბნება თავის მოციქულებს ამას გარკვევით: „ვინც თქვენო შეურაცხგყოფთო, მე შეურაცხმყოფსო, ის მე შეურაცხმყოფსო“. და რას ფიქრობს, ვინც მეუფე იობს აგინა იმის გამო, რომ აზრი არ მოეწონა – ვინ შეურაცხყო?! ღმერთი, ქრისტეს მიერ საყვარელნო!“ – თქვა სასულიერო პირმა ქადაგებისას.

10 ნოემბერს მიტროპოლიტმა იობმა ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა, რომ „დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“ და ამჟამინდელი ხელისუფლება „არაეკლესიურია“. მისივე თქმით, „საქართველოში კორუფცია ყვავის“.

„ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ხელისუფლებამ, მაგრამ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში. სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა.

ამ კრიტიკულ ქადაგებას გამოხმაურებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაშიც“:

„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს

მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა და წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა კი მიტროპოლიტ იობს აგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 2500 ლარით დააჯარიმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეუფე იობი: რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოაჩინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები