ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაც კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მიერ შეტანილ განცხადებასა და აუდიოჩანაწერებს უკავშირდება. ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა საბჭოში ადგილის გამოთავისუფლების მიზნით ხდებოდეს.

შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზეTV პირველი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება სურდეთ და სწორედ ამიტომ დაიწყეს გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ.

რა შეეხება “ბიტექსჩეინჯს", გოცირიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კრიპტოკომპანია სავარაუდოდ აიძულეს, რომ ყეინიშვილი დაებეზღებინათ.

"აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?" - წერს ეკონომისტი.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უჩივლა ფულის გათეთრების გამო ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯმა”-ნანა ყეინიშვილი მისი ოჯახის წევრების მეშვეობით მსგავსი ბიზნესითაა დაკავებული, რაც ინტერესთა კონფლიქტიაო.

სულ ფეხებზე არ ჰკიდია რომელიღაც კრიპტობირჟას სახელმწიფო მოხელის მიერ კანონის დარღვევა, მით უმეტეს-თავად კანონდამრღვევს? ახლა ყველა დაიწყებს ამ კრიპტოკომპანიის საქმიანობის შესწავლას, მის მიერ ფულის გათეთრების ფაქტების ამოქექვას. უნდოდა კი ასეთი საჯარო ცნობადობა, როცა იყო თავისთვის და ეწეოდა კრიპტოთი კანონიერ თუ უკანონო ვაჭრობას?

მაშ, რა მოხდა? ალბათ ის, რომ ჩაავლეს ყურებში ხელი და კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამოვლენის მუქარით (რაც არ იქნება გასაკვირი კრიპტოთი ვაჭრობის პირობებში), აიძულეს ყეინიშვილი დაებეზღებინათ.

აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? შეიძლება არც არავის-ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის. ისე, იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობაო. თანაც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კადრი შესაძლოა პოლიტიკურად არასაიმედოდაც მიაჩნდეთ-ეროვნული ბანის შიდა ამბებში ჩახედვა ბევრს არ გაუხარდება რა თქმა უნდა. “ოცნებაში” მიმდინარე შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ნდობის დაკარგვას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს რიგითი წევრის პოსტი არის ბუტაფორია. მათ არავინ არაფერს ეკითხება და არ არის ისეთი თანამდებობა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. აქაც, როგორც ჩანს, შერჩევითი სამართლის პრინციპი მოქმედებს, თორემ რამდენი სახელმწიფო მაღალმოხელეა, რომლის ოჯახის წევრებიც ბიზნესწილებს ფლობენ.

და ბოლოს-ნანა ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს: ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან.

პარლამენტში მის მიერ წამოწეული საკითხის განხილვაღა აკლდა ამ მომჩივან „ბიტექსჩეინჯს“,- წერს რომან გოცირიძე.

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 14
  1. BM.GEოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  3. TV პირველიოპოზიციურიეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
  4. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
  5. ტაბულაოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  6. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
  7. BM.GEოპოზიციურირას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
  8. იმედინიუსისამთავრობოსებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
  9. BM.GEოპოზიციურირა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
  11. ტაბულაოპოზიციურისებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
  12. იმედინიუსისამთავრობო„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
  14. BM.GEოპოზიციურიშესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
  15. TV პირველიოპოზიციურიახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  16. BM.GEოპოზიციურივის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
  17. TV პირველიოპოზიციური"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
  18. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
  19. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
  20. იმედინიუსისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიება - პროკურატურა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას სწავლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ მთავარი კითხვა ჩნდება - ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ - ბესო დონაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები