პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა

საქართველოს ეროვნული ბანკისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაქართველოს პროკურატურა

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ეროვნულმა ბანკმა და სუს-მა რამდენიმე თვეა იცოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ. გამოცემის ცნობით, ყეინიშვილი ცდილობდა რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილის მოპოვებას, უარის მიღების შემდეგ კი კომპანია 572 მილიონი ლარით დაჯარიმდა. პროკურატურამ და ეროვნულმა ბანკმა განაცხადეს, რომ ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე გამოძიებაა დაწყებული.

"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
TV პირველი

ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა და სუს-მა რამდენიმე თვეა იცოდა - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა და აღნიშნულ უწყებებს შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ორი თვეა ამზადებენ ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, როგორ ითხოვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს.

გამოცემის თანახმად, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.

შეკითხვების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ პასუხები არ მიგვიღია.

თუმცა, ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც იკვლევს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვლის შესაძლო მონაწილეობას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში".- წერს "რადიო თავისუფლება"

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 14
  1. BM.GEოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  3. TV პირველიოპოზიციურიეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
  4. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
  5. ტაბულაოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  6. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
  7. BM.GEოპოზიციურირას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
  8. იმედინიუსისამთავრობოსებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
  9. BM.GEოპოზიციურირა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
  11. ტაბულაოპოზიციურისებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
  12. იმედინიუსისამთავრობო„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
  14. BM.GEოპოზიციურიშესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
  15. TV პირველიოპოზიციურიახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  16. TV პირველიოპოზიციურიშეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
  17. BM.GEოპოზიციურივის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
  18. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
  19. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
  20. იმედინიუსისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიება - პროკურატურა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას სწავლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როგორც კი მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, ჩვენი ინიციატივით გავუგზავნეთ გამოძიებას | ნათია თურნავა ყეინიშვილის საქმეზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები