ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა - დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა
ზაზა დობორჯგინიძე კომერციული სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას მიესალმება და მას ღარიბი ქალების ექსპლუატაციასა და სხეულის ტრეფიკინგის ფორმას უწოდებს.

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს.
მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და დედობის ყიდვა, "შეშლილი მილიონერების" მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმაა.
"მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც ღარიბი ქალების კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა. რეპროდუქციული ავტონომია ესაა, როცა არ გინდა გააკეთო არჩევანი კარიერას და ოჯახს შორის და ყინავ კვერცხუჯრედს. სხვა ქალის რეპროდუქციის კომოდიფიკაცია, დედობის ყიდვა არაა თავისუფლება, არამედ შეშლილი მილიონერების მიერ ქალების სხეულის ტრეფიკინგის ფორმა," - წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…