ახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს გამოძიების საქმეა.

ახალი გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე კომენტარს არ აკეთებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს არის წმინდად გამოძიების საქმე და შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
20 სტატიაპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
რას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
სებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
რა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
სებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
შეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
ვის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
ეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
ნანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიება - პროკურატურა ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობას სწავლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…