ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობიდან აცილების შესახებ, ვიდრე გენერალური პროკურატურა მასთან დაკავშირებულ გამოძიებას არ დაასრულებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ერთხმად ჩამოაშორაიმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დღეს საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების საკითხი განიხილა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ნანა ყეინიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილი პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. როგორც თავად ზურაბიშვილმა განმარტა, ყეინიშვილი და ხომერიკი „მანკიერი პროცესის ლუსტრაციისთვის“ წარადგინა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადაგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.

ამასთან, „ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 15
  1. BM.GEოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობის" შესწავლა დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
  3. TV პირველიოპოზიციურიეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
  4. პირველი არხისამთავრობოეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის უკანონო მონაწილეობის ფაქტზე, პროკურატურამ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო
  5. ტაბულაოპოზიციურიპროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
  6. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების გამო, სებ-ი საბჭოს სხდომებზე მისი დროებითი აცილების საკითხს განიხილავს - განცხადება
  7. BM.GEოპოზიციურირას წარმოადგენს კომპანია Bitxchange, რომელმაც ნანა ყეინიშვილს პროკურატურაში უჩივლა?
  8. იმედინიუსისამთავრობოსებ-ი „ბიტექსჩეინჯის“ საქმეზე: ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება სცილდება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს, მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს - გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან
  9. BM.GEოპოზიციურირა ქონებას ფლობს სებ-ის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, რომლის საქმიანობის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საუბარია ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობაზე
  11. ტაბულაოპოზიციურისებ: უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს
  12. იმედინიუსისამთავრობო„ქრონიკამ“ მოიპოვა ჩანაწერი, სადაც ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს
  13. ნეტგაზეთიოპოზიციურიპროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიმართ გამოძიება დაიწყო
  14. BM.GEოპოზიციურიშესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით - კობახიძე ნანა ყეინიშვილის საქმიანობის გამოძიებაზე
  15. TV პირველიოპოზიციურიახალი გამოძიება ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ - რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  16. TV პირველიოპოზიციურიშეიძლება ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის - გოცირიძე ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიებაზე
  17. BM.GEოპოზიციურივის აქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება - კანონი
  18. TV პირველიოპოზიციური"რადიო თავისუფლება": ნანა ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვეა იცოდა
  19. ნეტგაზეთიოპოზიციურიეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავს
  20. BM.GEოპოზიციურინანა ყეინიშვილი, ₾572-მილიონიანი ჯარიმა და BitXchange-ი - ყველაფერი, რაც დღეს გავიგეთ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რომლითაც გათვალისწინებულია კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში დაინტერესებული პირის აცილების საკითხი. კერძოდ, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბიშვილი ყვება, როგორ დაინიშნა ყეინიშვილი ეროვნულ ბანკშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები