ლევან ღამბაშიძე: ჩვენ კი არა, თავადაც შვილებს დასავლეთის ქვეყნებში აჩენენ, ეს მართლა ფარისევლები ესენი
ლევან ღამბაშიძე: სუროგაციის აკრძალვით გინდათ ადგილი დაიმკვიდროთ ცათა სასუფეველში? "უფრო ადვილია აქლემი გაძვრეს ნემსის ყუნწში, ვიდრე ........ შევიდეს ღვთის სასუფეველში“. თქვენზეა, კი.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
ქოლცენტრები დახურეს და ახალგაზრდებბი დაიხსნეს ამ ამორალური საქმიანობისაგან? - არა. ელისო კილაძე დაიჭირეს ქოლცენტრებთან კავშირის გამო ისე, რომ არცერთი ქოლცენტრი არ დახურეს. არცერთი.
ტოტალიზატორები შეზღუდეს და ახალგაზრდები და არაახალგაზრდები გადაარჩინეს ამ მავნე დამოკიდებულებისაგან? - არა. რაღაც კანონი მიიღეს, რომელიც პოკერის ტურნირების გამართვას უწყობს ხელს.
ნატკოტრაფიკი შეზღუდეს და ათიათასობით ადამიანს დახმარება აღმოუჩინეს ამ მომაკვდავ დამოკიდებულებასთან ბრძოლაში? - არა. ნარკოტიკიც იმაზე მეტი იყიდება, ვიდრე როდესმე იყიდებოდა და სპეციალურ დაწესებულებებს, რომლებიც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეხმარებოდა ხალხს, პაციენტების აღრიცხვა დაავალდებულეს, რითიც ფაქტიურად უარი ათქმევინეს მათ პაციენტების მიღებაზე.
სკოლების და ბაღების შენობები გაარემონტეს, რათა ქართველ ბავშვებს უკეთეს გარემოში უწევდეთ ცოდნის მიღება? - არა. სკოლის შენობებს ინვესტორების დაკრულზე ყიდიან და საბავშვო ბაღებს საჭმლის ფულს პარავენ.
ახალგაზრდების ნომარლური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწევიან? - არა. რუსთავი ორზე რაღაც სერიალი გადაიღეს, სადაც 90-იანი წლებიც ყაიდის ბაბულიკი ზონაზე კამათლის თამაშის სამართლიანობა-არსამართლიანობის საკითხს განიხილავს ხოლმე. ამასთან, სამთო კურორტებზე ისეთი ფასები დაადეს, მრავალშვილიანი ოჯახი კი არა, ერთ შვილს ვერ წაიყვანს დასასვენებლად, ისე, რომ ორი თვე ხორცი არ ამოიღო კვების რაციონიდან.
ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები შექმნეს და მაგალითად ღირსეული მინიმალური ხელფასი დაუწესეს ბიზნესებს? - არა. ინდოეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ მშრომელები, თორე აქ აღარც არავის უნდა მუშაობა.
საერთოდ რამე გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უკეთეს სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ჯანსაღი გარემო გვქონდეს, სამსახური ღირსეულ ანაზღაურებას გვაძლევდეს და შვილების გაჩენა გვინდოდეს? - არა. ჩვენ კი არა, თავადაც შვილებს დასავლეთის ქვეყნებში აჩენენ, ეს მართლა ფარისევლები ესენი.
ხოდა აი ამ კატასტროფულ გარემოში, ამდენი პრობლემით მოცულ საზოგადოებაში, კანონი შემოაქვთ, რომ ბავშვის გაჩენა ვისაც სუროგაციით სურს, იმანაც ვერ გააჩინოს. თითქოს ულხინს ხალხს ამ მძმე გზის გავლა. თითქოს ეზარებათ "ტრადიციული" გზით გაჩენა და აი სახელმწიფო რომ არა, ისე ვერ მიხვდებოდა სუროგაცია ცუდია თუ კარგი.
და რისთვის? რამე გამოსწორდება? ამას ითხოვდა საზოგადოება? ეს იყო ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი? - არა. ერთმა გავლენიანმა მიტროპოლიტმა იქადაგა, ესენი ურწმუნოები არიან, ხალხზე არ ზრუნავენ და ძალაუფლება უნდა დათმონო და აი ამ გზავნილის გასანეიტრალებლად ეცნენ და სუროგაცია აკრძალეს, აქაო და ეთიკურები ვართ ჩვენო.
ქალებს რომ სილის გაწვნის გამო წლობით ციხეში სვამთ, ქალებს რომ ბანერის დაზიანების გამო წლობით ციხეში სვამთ, ქალებს რომ თქვენს დაგეშილ სპეცრაზმელებს აცემინებთ, მამებს რომ ბავშვების თანდასწრებით სცემთ, ემიგრანტებს რომ ხმის მიცემის უფლებას ართმევთ, ქვეყნისთის თავდადებულ ვეტერანებს რომ თითქმის არარსებულ პენსიას უხდით, ბაღებს რომ ძარცვავთ, ჯარს რომ ძარცვავთ, ერს რომ რყვნით და ბერს რომ უთვალთვალებთ.... აი ამ ყველაფრის დროს ეთიკა არ გახსენდებათ ხოლმე არა? სუროგაციის აკრძალვით გინდათ ადგილი დაიმკვიდროთ ცათა სასუფეველში? "უფრო ადვილია აქლემი გაძვრეს ნემსის ყუნწში, ვიდრე ........ შევიდეს ღვთის სასუფეველში“.
თქვენზეა, კი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…