4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გათავისუფლდა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გლდანის ციხე დატოვა. პროკურატურის ბრალდების შემდეგ მას სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შეთანხმების შედეგად რეალური სასჯელი 1 წლითა და 1 თვით განისაზღვრა.

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ირაკლი ჩხვირკია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინც და მაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“,- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
პროკურატურა ირაკლი ჩხვირკიას ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მას საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საპროცესო პირობების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინც და მაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…