The New York Times: პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და ჩინეთში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელებას, სულ მცირე, ზამთრის ბოლომდე გეგმავს
The New York Times-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და ბრძოლის გაგრძელებას, სულ მცირე, ზამთრის ბოლომდე გეგმავს. საფრანგეთის ელჩი ვაშინგტონში აცხადებს, რომ რუსეთის პოზიცია დონალდ ტრამპის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის და ჩინეთში დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის მიუხედავად, ბრძოლის გაგრძელებას, სულ მცირე, ზამთრის ბოლომდე გეგმავს.
დასავლური დაზვერვის უახლესი შეფასებები ხაზს უსვამს პუტინის სურვილს, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში ზამთრის დასრულებამდე.
როგორც NYT-ის წყაროები აღნიშნავენ, პუტინი იმედოვნებს, რომ მისი არმია შეძლებს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში, ან რომ კიევზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები შეასუსტებს უკრაინულ წინააღმდეგობას.
ამავდროულად, პუტინი მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, რადგან რუსეთი კვლავაც დიდ დანაკარგებს განიცდის. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ომი პუტინს ქვეყნის შიგნით კრიტიკის ჩახშობის საშუალებასაც აძლევს.
აღნიშნული შეფასებები ემთხვევა ევროპელი დიპლომატებისა და ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი ძალიან მძიმე სიტუაციაშია“, - განაცხადა ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩმა, ორელიენ ლევალიემ. მისი თქმით, რუსეთის ლიდერს უკრაინაში ომი საკუთარი ლიდერობისა და ნარატივის გასამყარებლად სჭირდება. დიპლომატმა აღნიშნა, რომ პუტინი თუნდაც ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის იდეასაც კი ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, ეს პოზიცია „აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი თავიდანვე ითხოვს - კერძოდ, საომარი მოქმედებების შეჩერებას“.
მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის სამსახურები პუტინის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის სხვადასხვა ახსნას სთავაზობენ. ერთი სადაზვერვო უწყების შეფასებით, ომი მას მიზნის განცდას ანიჭებს და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამარჯვების გამოცხადება ესაჭიროება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…