ირაკლი კირცხალია: თურმე "კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის" ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა
„ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციისთვის ქვეყნის ღალატი „უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა“. მან 1633-ე რეზოლუციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით ოპონენტები სამშობლოს ღალატსა და ჯარის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

"თურმე "კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის" ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა. დღეს საზოგადოებას ეს უთხრეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთი თემა იყო რეზოლუცია 1633, რაც წლებია საზოგადოებას აინტერესებს.
"ერთ მარტივ კითხვას ვსვამთ, მე-5 და მე-11 პუნქტს, რაც იქ წერია, ამას ეთანხმებით? ამაზე ხელმოწერა იყო სამშობლოს ღალატი, თუ არ იყო სამშობლოს ღალატი? მათი თითოეული განცხადება საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, მაგრამ ეს არის ერის შეურაცხყოფა, ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა, ეს არის ჯარის შეურაცხყოფა, იმ გმირების, რომელთაც ეს უტიფრები სამარცხვინოდ, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები კიდევ რაღაც ფარად იყენებენ", - განაცხადა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…