პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და არგუმენტების დეფიციტი ოპოზიციის მხრიდან - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მე-15 დღე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას მმართველმა გუნდმა ოპოზიცია შეკითხვებისგან გაქცევასა და ტყუილებში დაადანაშაულა. დავის საგანი ლეგიტიმურობის აღიარება, აქციების ძალადობრივი ხასიათი და სანქციების მოთხოვნა იყო.

ურთიერთგამომრიცხავი პასუხები და არგუმენტების დეფიციტი ოპოზიციის მხრიდან - კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მე-15 დღე
რუსთავი 2

კონკრეტული შეკითხვებისგან გაქცევა საკონსტიტუციო სასამართლოს მეთხუთმეტე სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა დღეს არაერთხელ სცადეს, ხან მოსარჩელე მხარეზე თავდასხმით, ხან სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკური განცხადებებით, ხან კი არც ისე შორეული წარსულის უარყოფით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორების მიერ დასმული შეკითხვების პირისპირ აღმოჩენილ ოპოზიციას სასამართლოს წინაშე დღეს არც ტყუილების თქმა მორიდებია. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობის, სასამართლოების ლეგიტიმურობას შეეხებოდა.

მოპასუხე მხარეს პასუხის გაცემა არ გაუჭირდა სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და დღეს ერთხმად აღიარებდნენ მის ლეგიტიმაციას. გამონაკლისი მხოლოდ ზაზა ბიბილაშვილი იყო, რომელმაც შეკითხვისგან თავდაცვა თავდასხმით სცადა, მოსარჩელე მხარეს შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო მოსამართლისგან მკაცრი გაფრთხილებაც მიიღო.

ზურაბიშვილის ლეგიტიმურობა აღიარეს, თუმცა მოპასუხე მხარემ არ აღიარა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეჭრა, პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანა, სამართალდამცველების ცოცხლად დაწვის მცდელობა და "მოლოტოვის კოქტეილებისა" თუ ფეიერვერკების სროლა, არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ ძალადობაა. მეტიც, თქვეს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე ცეცხლის გაჩენას, ქუჩის ინფრასტრუქტურის დაზიანებას, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და სტრატეგიული მნიშვნელობის შენობების ხელში ჩაგდების მცდელობას არ ინანიებენ.

მოსარჩელე მხარე დღეს დაინტერესდა იმითაც, ითხოვდნენ თუ არა ოპოზიციონერი ლიდერები მათი მაშველი რგოლების - უცხოელი აქტორების მხრიდან სანქციის დაწესებას. წარსულის უარყოფას აღიარება ამჯობინა გრიგოლ გეგელიამ, პოლიტიკური ამნეზიის ხერხს მიმართა გიგა ლემონჯავამ, რომელმაც თქვა, რომ სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვია.

ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ შეკითხვებზე ზოგადი პასუხებით თავის არიდების მორიგი ლუსტრაცია - ევროპის საბჭოს 1633 რეზოლუციაზე დასმული შეკითხვა იყო. იმ რეზოლუციაზე, რომელსაც ხმა 2008 წლის ომის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ მისცა, რუსეთმა კი მხარი არ დაუჭირა. მოსარჩელე მხარემ შეკითხვა რეზოლუციის მე-5 და მე -11 პუნქტებთან დაკავშირებითაც დასვა, ოპოზიციამ კი თავი სხვა პუნქტებით იმართლა.

მოსარჩელე მხარის კიდევ ერთი შეკითხვა ომის დროს კასეტური ბომბების გამოყენებას შეეხებოდა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები დაინტერესდნენ, რეზოლუციის მე-5 და მე-11 მუხლების მხარდაჭერა არის თუ არა აღიარება, რომ საქართველომ ომის დანაშაული ჩაიდინა, თუ ეს არის უმძიმესი დანაშაულის დაბრალება? შეკითხვის ადრესატი გახარიას გუნდი იყო, თუმცა სარჩელის ავტორებმა კონკრეტული პასუხი ვერც მათგან მიიღეს.

კიდევ ერთი შეკითხვა 2024 წლის არჩევნებს და ოპოზიციური პარტიების მიერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილს ეხებოდა, სადაც ოპოზიციური პარტიები მათი მხრიდან არჩევნების არაღიარების კონტექსტში ევროპელი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვდნენ.

პასუხებისგან გაქცევა და ტყუილების ციტირების მორიგი მასტერკლასი ოპოზიციისგან - ასე აფასებენ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომას მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, შავზე თეთრის მტკიცებითა და დადასტურებული ფაქტების უარყოფით, ოპოზიციამ დღეს საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა.

მმართველი გუნდის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ სხდომაზეც, ოპოზიციისგან ვერც ერთი კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპროტესტო აქციები, პარტიული პასუხისმგებლობა, ძალადობრივი მოწოდებები, სახელმწიფოს დისკრედიტაცია და სანქციების მოთხოვნა - როგორ ჩაიარა კონსტიტუციური სარჩელის განხილვის მე-14 დღემწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები