პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პროკურატურა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი თანამდებობას ტოვებს და კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და პირადი ინტერესებისთვის გავლენის გამოყენების შესახებ, რაზეც გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

"კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებებს" - ნანა ყეინიშვილის განცხადება
BM.GE

ნანა ყეინიშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ყეინიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საბჭოში მისი სტატუსი არააღმასრულებელი იყო და არ გააჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი. ამასთან, ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.

"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.

კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.

პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას",- წერს ყეინიშვილი.

შეგახსენებთ, პროკურატურა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის "უკანონო სამეწარმეო საქმიანობას" სწავლობს. უწყების თანახმად, გამოძიება შპს „ბიტექსჩეინჯის“ (Bitxchange) ხელმძღვანელი პირების განცხადებებისა და მათზე დართული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ნანა ყეინიშვილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული და უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც მისი ოჯახის წევრისა და მასთან აფილირებული პირების სახელზეა რეგისტრირებული. განცხადებებში ასევე აღნიშნულია, რომ ყეინიშვილი ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული ერთ-ერთი საწარმოს წილში შესვლას, რაც, განმცხადებლების მტკიცებით, მის ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას ისახავდა მიზნად. 10 ოქტომბერს ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4
  1. პირველი არხისამთავრობონანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
  2. ალიაოპოზიციურინანა ყეინიშვილის წერილი – “საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გავაცნო საზოგადოებას ჩემი პოზიცია”
  3. TV პირველიოპოზიციურიყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
  4. BM.GEოპოზიციურივტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას - ნანა ყეინიშვილი
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინანა ყეინიშვილი: ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკიც ჩართული ჰყავდა კორუფციულ სქემაში მის სასარგებლოდ - ბესო დონაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები