ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

არ მაინტერესებს [კობახიძე] რას ამბობს - სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნებატვ პირველისაქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ქართული ოცნება“ ამ საქმეზე პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილს აკისრებს, რასაც პრეზიდენტმა „მორიგი შეტევა“ უწოდა.

არ მაინტერესებს [კობახიძე] რას ამბობს - სალომე ზურაბიშვილი
არ მაინტერესებს [კობახიძე] რას ამბობს - სალომე ზურაბიშვილიTV პირველი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მცირე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებენ.

"პასუხი გაცემულია, ფაქტები ცნობილია, კორიფცია რომელ მხარეს არის მგონი, საზოგადოებისთვის იმდენად ნათელია, რომ მეტი არ შეიძლება"- ამბობს ზურაბიშვილი TV პირველთან.

სების საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომლის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს.

ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრების მცდელობას „ქართული ოცნების“ მხრიდან „მორიგ შეტევას“ უწოდებს. მეხუთე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი იყო.

ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოში არჩევას მხარი კობაძემ და პაპუაშვილმაც დაუჭირეს

"არ მაინტერესებს რას ამბობს და როგორ ამბობს [კობახიძე]. მე ნამდვილად არ ვპასუხობ მათ კომენტარებს"- დასძენს ექს-პრეზიდენტი დღეს, 10 ოქტომბერს "პირველებთან" გაკეთებულ კომენტარში.

სების საბჭოში ნანა ყეინიშვილის წარდგენაში, პასუხისმგებლობას "ოცნება" სწორედ რომ ექს-პრეზიდენტს აკისრებს.

"რა თქმა უნდა მას [სალომე ზურაბიშვილი] არ უნდა ეს პასუხისმგებლობა აიღოს, ეს მისი საქმეა",- ეს კომენტარი კი დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი კრიპტოსერვისების მიმწოდებელი კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებები გახდა.

ეროვნულმა ბანკმა 9 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების შემუშავების/მიღების პროცესს დროებით ჩამოაშორა.

2023 წლის 21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ორ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ყეინიშვილის კანდიდატურას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრას წინ უძღოდა საბჭოს წევრების გადადგომა და პ სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უთანხმოება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პასუხი გაცემულია, ფაქტები ცნობილია, კორიფცია რომელ მხარეს არის მგონი, საზოგადოებისთვის იმდენად ნათელია, რომ მეტი არ შეიძლება“
„არ მაინტერესებს რას ამბობს და როგორ ამბობს [კობახიძე]. მე ნამდვილად არ ვპასუხობ მათ კომენტარებს“
„რა თქმა უნდა მას [სალომე ზურაბიშვილი] არ უნდა ეს პასუხისმგებლობა აიღოს, ეს მისი საქმეა“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?