პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ - პენიტენციური

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 232 პირიდან უმრავლესობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დილით დატოვებს. მედიის ცნობით, მათ შორის შესაძლოა აქციებზე დაკავებულებიც იყვნენ, თუმცა უწყებები ამას ჯერ არ ადასტურებენ.

შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ - პენიტენციური
რადიო თავისუფლება

არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი პატიმარი ქსნის, რუსთავის მე-17, გლდანისა და გეგუთის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლდება.

გამოცემა „პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით, შეწყალებულ 232 ადამიანს შორის, სავარაუდოდ, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია.

გამოცემა „სანდო წყარო“ წერს, რომ შესაძლოა, შეწყალებულთა შორის იყვნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც.

სახელმწიფო უწყებები ამ ეტაპზე არცერთი მათგანის შეწყალებას არ ადასტურებენ. შეწყალების შესახებ ინფორმაცია არც მათ ახლობლებს აქვთ.

გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი მინდაძესაც.

ანრი კვარაცხელიას კი სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 232 შეწყალებულიდან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი – არასაპატიმრო.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გავრცელებული ინფორმაციით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის, სავარაუდოდ, არიან გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები