ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ბებია დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანს თანასოფლელ მამაკაცზე გათხოვებას აიძულებდა.

ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს
ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსსბათუმელები

შს სამინისტრო ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შს სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხაებაში.

ბებიის დაკავებაზე ანალოგიური ბრალდებით და უცვლელი ტექსტით შს სამინისტრო ინფორმაცია 28 სექტემბერსაც გაავრცელა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.