ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები შვილებს, მათ შორის არასრულწლოვანს, ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ, ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.

შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს - დაკავებულია 3 პირი
შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს - დაკავებულია 3 პირიTV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დააკავეს 2 პირი, რომლებიც ნახევარ მილიონზე მეტს თაღლითურად დაუფლნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები