ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

დაკავებულია ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა
დაკავებულია ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულაTV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობთ, ბრალდებული აიძულებდა არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.