ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციამ ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, ისინი შვილებს, მათ შორის არასრულწლოვანს, ნების საწინააღმდეგოდ თანასოფლელებზე გათხოვებას აიძულებდნენ.

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავაიმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, შვილებს, მათ შორის, არასრულწლოვანს, მათივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები