ანატოლი გიგაური პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს
საპროტესტო აქციებზე დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანატოლი გიგაური 24 ნოემბერს, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მსჯავრდებული ანატოლი გიგაური გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, 24 ნოემბერს დატოვებს.
სწორედ ამ დღეს ეწურება მას სასჯელის ვადა. ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…