დაკავებულმა არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შვილიშვილი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაარასრულწლოვან შვილიშვილს თანასოფლელზე ქორწინება აიძულა - მარნეულში მოზარდის ბებია დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
დაკავებულია ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა
ბებია მოზარდ გოგოს თანასოფლელ კაცზე გათხოვებას აიძულებდა, ის დააკავეს – შსს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…