ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი 6-წლიანი ვადით, 83 ხმით დაამტკიცა, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე გეკა გელაძე შეცვალა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ბორაშვილის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია მაღალი შეფასებით სარგებლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩიეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ წარადგინა - მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა გეკა გელაძემ დატოვა. ბორაშვილს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ამ დრომდე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატის პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია მაღალი შეფასებით სარგებლობს. მისი თქმით, კანდიდატის პროფესიული რეპუტაცია და გამოცდილება მიუთითებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდება და ინსტიტუციურად განმტკიცდება.
"მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მაღალი შეფასება, მის კვალიფიკაციასთან არის ძალიან მაღალი შეფასება. ოპონენტებიც კი ვერ სვამენ კრიტიკულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პროფესიონალიზმი ან მისი განვლილი გზა რაიმე ჩრდილის ქვეშ არის, შესაბამისად, ის, რომ მისი მაღალი პროფესიული რეპუტაცია, ცხადია არის, რომ ყველასთვის არის იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება ძალიან მაღალ დონეზე და კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება და გაძლიერდება ინსტიტუციურად“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიაპარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
თამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
სუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
ირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…