პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი ერთხმად, 83 ხმით დაამტკიცა. კირცხალიას თქმით, ბორაშვილს სამსახურში 21-წლიანი სტაჟი აქვს და მისმა პროფესიულმა ხედვამ დამსწრეების დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
ინტერპრესნიუსი

დღეს მხარი დავუჭირეთ ბატონ თამაზ ბორაშვილს, თავისი საქმის პროფესიონალს - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დამსწრემ მოვისმინეთ მისი სიღრმისეული, დეტალური და პროფესიული ხედვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან სუს-ის ახალ უფროსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კადრი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამ საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს.

„დღეს მხარი დავუჭირეთ ბატონ თამაზ ბორაშვილს, თავისი საქმის პროფესიონალს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა უახლეს ისტორიაში, როდესაც იმ სამსახურს, სადაც 21-წლიანი სტაჟი აქვს, სათავეში უდგება ბატონი თამაზ ბორაშვილი. ასეთი კადრი თავად ინსტიტუციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ მის მაღალ პროფესიონალიზმში. ის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. სულითა და გულით ვუსურვებ მას წარმატებას. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტური იქნება. დღეს კომიტეტზეც, დახურული სხდომის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ და მოვისმინეთ მისი ხედვები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დამსწრემ მოვისმინეთ მისი სიღრმისეული, დეტალური და პროფესიული ხედვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, თუ რას ამბობს ე.წ. ოპოზიცია, დამერწმუნეთ, მთავარია ინსტიტუცია მუშაობდეს გამართულად და მას ედგას პროფესიონალი სათავეში. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კადრი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამ საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს”, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილს გადადგა და მისი თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა 14 სექტემბერს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 9ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
  2. იმედინიუსისამთავრობოდღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
  4. ალიაოპოზიციურისუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
  5. რუსთავი 2სამთავრობოთავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
  6. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
  7. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
  8. BM.GEოპოზიციურითამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
  9. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
  10. TV პირველიოპოზიციურისუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
  11. ალიაოპოზიციურიპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
  12. POSTVსამთავრობოპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
  13. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
  14. რუსთავი 2სამთავრობოალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გეკა გელაძე თანამშრომლებს გამოემშვიდობა - კობახიძემ სუს-ის ახალი უფროსი უწყებაში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები