პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა - ალექსანდრე ტაბატაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ახალი კანდიდატურა, თამაზ ბორაშვილია წარდგენილი. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომა ოთხშაბათია დაგეგმილი, სადაც კანდიდატს მოუსმენენ. უწყების ყოფილი უფროსი გეკა გელაძე კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა - ალექსანდრე ტაბატაძე
რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ახალი კანდიდატურა წარდგენილია. შესაბამისი პროცედურები დღეს იწყება.

თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს უყრიან პლენარულ სხდომაზე.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ მინისტრმა მედიას გუშინ წარუდგინა. უწყების ყოფილი უფროსი გეკა გელაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი პოზიციით - მინისტრის მოადგილის სტატუსით დაუბრუნდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, ახალ კანდიდატურას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე ოთხშაბათს მოუსმენენ.

"უკვე შემოსულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში შესაბამისი კანდიდატის წარდგენა. ოთხშაბათს ვგეგმავთ კომიტეტის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება კანდიდატურა, კანდიდატი ბატონი თამაზ ბორაშვილი წარმოადგენს თავის სამომავლო ხედვებს.

მას, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარკვეული პერიოდი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. არის მაღალი დონის პროფესიონალი.

ბატონ გეკას, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ჩვენ სრული ნდობა გვქონდა მისი. გეკა გელაძე გამოირჩევა თავისი პატიოსნებითა და პროფესიონალიზმით", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუს-ის ახალ ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის დანიშვნაზე პარლამენტი 16 სექტემბერს იმსჯელებს
  3. რუსთავი 2სამთავრობომსურს, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურაზე კენჭისყრა ოთხშაბათს ჩატარდება - შალვა პაპუაშვილი
  4. რუსთავი 2სამთავრობომორიგი საკადრო ცვლილება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები