ირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით, 6-წლიანი ვადით აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ბორაშვილის მრავალწლიანი გამოცდილება და ქვეყნის ინტერესების დაცვა სუს-ის ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩიეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ წარადგინა - მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა გეკა გელაძემ დატოვა. ბორაშვილს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ამ დრომდე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ისეთი კადრის დანიშვნა, რომელსაც უწყებაში 21-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, კანდიდატის გამოცდილება და ქვეყნის ინტერესების დაცვის მრავალწლიანი საქმიანობა სუს-ის ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.
"მნიშვნელოვანია ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. ეს ადამიანი არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: როდესაც 21 წელი ასეთი სტრუქტურიდან ემსახურები შენს ქვეყანას და იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გამოსადეგია იმ სამსახურისთვის, რომელ სამსახურსაც ის უხელმძღვანელებს და მინდა, სულით და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა იქნება ძალიან ეფექტური", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
14 სტატიაპარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
თამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
სუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
პარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…