პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს

თამაზ ბორაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მე-6 უფროსად 6 წლის ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას პარლამენტში 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე ამ პოსტს გეკა გელაძე იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა და შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

თამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
BM.GE

თამაზ ბორაშვილი სუსის მე-6 უფროსად, 6 წლით აირჩიეს - მის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა 14 სექტემბერს წარადგინა , ის ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა 14 სექტემებრს დატოვა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს. ის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ამტკიცებს. მიუხედავად ამისა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

სუს-ის პირველი პირის თანამდებობას სხვადასხვა პერიოდში იკავებდნენ:

ვახტანგ გომელაური (2015 წლის 1 აგვისტო – 2019 წლის 8 სექტემბერი) - გამოყოფილი უწყების პირველი ხელმძღვანელი. მან თანამდებობაზე 4 წელზე მეტი დაჰყო, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.

გრიგოლ ლილუაშვილი (2019 წლის 17 ოქტომბერი – 2025 წლის 2 აპრილი) - სუს-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე ხელმძღვანელი. მან თანამდებობაზე 5 წელზე მეტი დაჰყო. 2025 წლის 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, თუმცა ორი დღის შემდეგ განაცხადა, რომ მათ სამინისტროს საქმიანობის პრინციპებსა და საკადრო პოლიტიკაზე, მათ შორის მოადგილეების საკითხზე, განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ და ლილუაშვილი მინისტრი აღარ გახდებოდა. ლილუაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა და ის ანრი ოხანაშვილმა ჩაანაცვლა.

ანრი ოხანაშვილი (2025 წლის 4 აპრილი – 2025 წლის 23 აგვისტო) - პარლამენტმა სუს-ის უფროსად 6 წლის ვადით დაამტკიცა, თუმცა თანამდებობაზე 5 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში დარჩა.

მამუკა მდინარაძე (2025 წლის 3 სექტემბერი – 2026 წლის 21 აპრილი) - „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი სუს-ს დაახლოებით 7 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

გეკა გელაძე (2026 წლის 21 აპრილი – 2026 წლის 14 სექტემბერი) - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სუს-ის უფროსის თანამდებობა დანიშვნიდან 5 თვეზე ნაკლებ დროში დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

14 სტატია
სამთავრობო 9ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
  2. იმედინიუსისამთავრობოდღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
  3. რუსთავი 2სამთავრობოსუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
  4. ალიაოპოზიციურისუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
  5. რუსთავი 2სამთავრობოთავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
  6. რუსთავი 2სამთავრობოთენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
  7. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
  8. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
  9. TV პირველიოპოზიციურისუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
  10. ალიაოპოზიციურიპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
  11. POSTVსამთავრობოპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
  13. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
  14. რუსთავი 2სამთავრობოალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტში თამაზ ბორაშვილის სუს-ის ხელმძღვანელად კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები