თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს, თამაზ ბორაშვილს დღეს დაამტკიცებს. კანდიდატმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე ისაუბრა პრიორიტეტებზე. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ბორაშვილი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს, არის მოქმედი მოადგილე და უწყების საქმიანობას დეტალურად იცნობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს. ბორაშვილმა ვრცლად ისაუბრა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათში უყრიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა. სუსის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა მედიას ორი დღის წინ წარუდგინა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს და მოქმედი მოადგილის პოზიციაზე ყოფნის გამო უწყების საქმიანობას დეტალურად იცნობს. მისი თქმით, კანდიდატს, როგორც ხელმძღვანელს, შესაძლოა საკუთარი ხედვები ჰქონდეს უწყების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც დეპუტატები დახურულ შეხვედრაზე უფრო დეტალურად იმსჯელებენ.
"ის 20 წელზე მეტია ამ სისტემაში მუშაობს, ასე რომ, დეტალურად იცნობს და სიახლე მისთვის არაფერი არ იქნება, როდესაც ის ხელმძღვანელის პოსტზე გადავა. თან, ის მოქმედი მოადგილეა, ამასაც მნიშვნელობა აქვს, ანუ ხელმძღვანელ რგოლში იყო. ასე რომ, ყველაფრის საქმის კურსშია, რა იყო მიმდინარე საქმიანობა. რა თქმა უნდა, მას, როგორც პიროვნებას, ექნება თავის შეხედულებები, როგორ უნდა განვითარდეს ამ უწყების შემდგომი საქმიანობა. თქვენ იცით, რომ კანონი ითვალისწინებს და რეგლამენტი დახურულ ნაწილს ამ შეხვედრისა, ასე რომ ამ ნაწილში დეპუტატებს გვექნება საშუალება, უფრო დეტალურად მოვისმინოთ მისი შეხედულებები ამ საკითხზე“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიპარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
- იმედინიუსიდღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
- რუსთავი 2სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
- ალიასუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
- რუსთავი 2თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
- იმედინიუსიპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
- BM.GEთამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
- რუსთავი 2პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
- TV პირველისუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
- ალიაპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
- POSTVპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
- ინტერპრესნიუსიირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
- რუსთავი 2ირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
- რუსთავი 2ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…