ციხანოუსკაია კობახიძეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსების პრობლემებზე ესაუბრა
სვიატლანა ციხანოუსკაიამ ირაკლი კობახიძესთან დუბლინში საქართველოში მცხოვრები ბელარუსების სამართლებრივი სტატუსისა და ბინადრობის ნებართვების პრობლემები წამოჭრა. მისი განცხადებით, მან საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის წინაშე მდგარი ბელარუსების უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.