პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას უყრის კენჭს. კანდიდატურა მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა მას შემდეგ, რაც წინა ხელმძღვანელმა გელა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

XI მოწვევის პარლამენტი, 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ აირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში მესამედ დგება.
14 სექტემბერს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
კანონის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.
ცნობისთვის, პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიდღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
- რუსთავი 2სუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
- ალიასუს-ის ახალ უფროსს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
- რუსთავი 2თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატს, თამაზ ბორაშვილს უსმენენ
- რუსთავი 2თენგიზ შარმანაშვილი თამაზ ბორაშვილზე: 20 წელზე მეტია, ამ სისტემაში მუშაობს და დეტალურად იცნობს უწყების საქმიანობას
- იმედინიუსიპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია
- BM.GEთამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
- რუსთავი 2პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
- TV პირველისუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცეს
- ალიაპარლამენტმა სუსის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
- POSTVპარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩია • POSTV
- ინტერპრესნიუსიირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
- რუსთავი 2ირაკლი კირცხალია თამაზ ბორაშვილზე: ისაა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი - 21 წელია, ასეთი სტრუქტურიდან ემსახურება ქვეყანას და იცავს ქვეყნის ინტერესებს
- რუსთავი 2ალუდა ღუდუშაური თამაზ ბორაშვილზე: მის პროფესიონალიზმთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, არის ძალიან მაღალი შეფასება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…