ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქუჩაში დამხვდნენ და გამისწორდნენ ფიზიკურად, გთხოვთ დამეხმაროთ – მიშო სულუხია

ქართული ოცნება

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში წერს, რომ ლისის ტბაზე მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ, გზა გადაუკეტეს, ტელეფონი წაართვეს და დანაშაულის აღიარებას აძალებდნენ, საიდანაც მან გაქცევა შეძლო.

ქუჩაში დამხვდნენ და გამისწორდნენ ფიზიკურად, გთხოვთ დამეხმაროთ – მიშო სულუხია
ქუჩაში დამხვდნენ და გამისწორდნენ ფიზიკურად, გთხოვთ დამეხმაროთ – მიშო სულუხიანეტგაზეთი

მომღერალი მიშო სულუხია ფეისბუქ გვერზე წერს, დღეს საღამოს, მეგობართან მიმავალს, ლისის ტბაზე ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაუკეტეს გზა, გადმოსვეს ტაქსიდან და ტელეფონი წაართვეს.

„მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა“, – ნათქვამია სულუხიას გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლი კვლავ ადგილზე ჰყავთ დაკავებული, და ემუქრებიან აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულში ჩართული.

„რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი. ვიარე ტყეღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS! გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ. ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში, ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“, – წერს სულუხია.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი. ვიარე ტყეღრე, და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა, მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS! გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ. ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში, ვითხოვ ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა“
მიშო სულუხია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.