ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

რას წერს მომღერალი მიშო სულუხია პოლიციაზე და რას პასუხობს შსს?

მომღერალმა მიშო სულუხიამ პოლიცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურ ძალადობასა და უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა, ხოლო შსს აცხადებს, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. პარალელურად, პროევროპული აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

რას წერს მომღერალი მიშო სულუხია პოლიციაზე და რას პასუხობს შსს?
რას წერს მომღერალი მიშო სულუხია პოლიციაზე და რას პასუხობს შსს?რადიო თავისუფლება

შემთხვევა, სულუხიას თქმით, 7 ოქტომბერს, საღამოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისთვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს“, - დაწერა სულუხიამ.

მისი თქმით, შემოწმებისას მას არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და სრულიად ფხიზელი იყო.

„დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა ვერ შეძლო, დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ“, - წერდა სულუხია.

„მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რომელთანაც კავშირი არ მაქვს“.

მისი თქმით, „დაჯგუფებისგან“ გაქცევის შემდეგ ფეისბუკზე სტატუსის გამოქვეყნება უცნობი ახალგაზრდების დახმარებით შეძლო. სულუხია „ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას“ ითხოვდა და სახალხო დამცველთან გასაუბრების სურვილს გამოთქვამდა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ მასთან შეხვედრისთვის მზად არიან.

მოგვიანებით სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მეგობრებო, სამშვიდობოს ვარ. ჩემს ქვეყანაში მშვიდად ცხოვრებას არაფერი მირჩევნია. თუმცა მომიწევს სიმართლის საჯაროდ და შესაბამის ადგილზე თქმაც...“

8 ოქტომბრის დილით სულუხიას სტატუსები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის. მათი ნახვა მხოლოდ მის ფეისბუკმეგობრებს შეუძლიათ.

რას ამბობს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს“.

შსს-ს ცნობით, „აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“.

„სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

სერგეი ყანჩელის ბრალდებები

7 ოქტომბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი, პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მომხდარის გამო საქართველოს დატოვება მოუწია და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება, რომლის დასახელებისგანაც თავს იკავებს.

ყანჩელის განცხადებით, შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა, როდესაც სარბენად იყო გასული. მისი მონათხრობის მიხედვით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოზე წაიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით სახე გაუკაწრეს, იარაღით დაემუქრნენ და სქესობრივ კავშირს აიძულებდნენ.

„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, - დაწერა მან 7 ოქტომბერს ფეისბუკზე.

მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩელმა თქვა, რომ თავდაპირველად სამი ადამიანი გააჩერა, შემდეგ კი მათ კიდევ სამი შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა, გაეხსნა პირადი ტელეფონი.

ყანჩელი მომხდარს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ყანჩელი აცხადებს, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. რადიო თავისუფლებამ პროკურატურას მიმართა კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება, თუმცა 7 ოქტომბერს პასუხი არ მიუღია. სახელმწიფო უწყებებს მის ბრალდებებზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტ ხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისთვისაც პასუხის გაცემის ნება არ დამრთეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა ვერ შეძლო, დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რომელთანაც კავშირი არ მაქვს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მეგობრებო, სამშვიდობოს ვარ. ჩემს ქვეყანაში მშვიდად ცხოვრებას არაფერი მირჩევნია. თუმცა მომიწევს სიმართლის საჯაროდ და შესაბამის ადგილზე თქმაც...“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.