შსს მიშო სულუხიაზე: წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მიშო სულუხია ლისის მიმდებარედ საეჭვოდ გადაადგილდებოდა, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან გაიქცა, რის გამოც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. თავად მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა, რომლებმაც თავი სამართალდამცველებად წარადგინეს, გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიშო სულუხიას შემთხვევასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მუსიკოსმა მიშო სულუხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წუხელ უცნობმა პირებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, ლისთან გააჩერეს, ტელეფონი წაართვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ციტატები სტატიიდან
„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.