შსს მომღერალ მიშო სულუხიას პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს მომღერალ მიშო სულუხიას განცხადებას და განმარტავს, რომ ის ლისის მიმდებარედ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ტელეფონი ძირს დააგდო და გაიქცა. უწყების ცნობით, მომღერალი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. თავად სულუხია სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და ტელეფონის წართმევაზე მიუთითებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ მიშო სულუხიას პასუხობს - უწყება განმარტავს, რომ ის ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
შსს-ს ცნობით, გაქცევამდე ძირს დააგდო ტელეფონი, რომელიც დადგენილი წესით დაილუქა.
წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - აცხადებენ შშს-ში.
გუშინ მომღერალი მიშო სულუხია წერდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებდ გაეცნენ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომღერლის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტელეფონი წაართვეს და გაუტეხეს, ნახა როგორ ამზადებდა აღნიშნული ჯგუფი " შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს".
სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდა, სავარაუდო პოლიცილებმა დააკავეს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატია“ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გახვეულ ნივთს” - მომღერალი ყვება, რომ სცემეს პირებმა, რომლებიც პოლიციელებად გაეცნენ
ქუჩაში დამხვდნენ და გამისწორდნენ ფიზიკურად, გთხოვთ დამეხმაროთ – მიშო სულუხია
,, გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალ დამცავები იყვნენ” – მიშო სულუხია დახმარებას ითხოვს
სულუხია: გამაჩერეს, არარსებული დანაშაულის აღიარება მომთხოვეს, გამოვიქეცი, დამეხმარეთ
შსს სულუხიაზე: ტყეში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა
შსს მომღერალ მიშო სულუხიას პასუხობს
შსს მიშო სულუხიას პასუხობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…