ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შსს სულუხიაზე: ტყეში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ლისის ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა და პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. თავად მომღერალი სოციალურ ქსელში წერდა, რომ სამოქალაქო ფორმიანი პირები თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი წართვეს, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ სამშვიდობოსაა.

შსს სულუხიაზე: ტყეში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცა
შსს სულუხიაზე: ტყეში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს და გაიქცატაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომღერალი მიშო სულუხია ტყეში "საეჭვოდ გადაადგილდებოდა" და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სულუხიას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

"წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - აცხადებენ შსს-ში.

მომღერალმა მიშო სულუხიამ წუხელ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლისის ტბაზე, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცები.

"გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.

მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს.

დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.

ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა.

ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ.

რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.

მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.

SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება" - ნათქვამია პოსტში.

მოგვიანებით, მომღერალმა დაწერა, რომ "სამშვიდობოსაა".

ჩემს ქვეყანაში მშვიდად ყოფნას არაფერი მირჩევნია, თუმცა, მომიწევს სიმართლის საუბარი და შესაბამისად, თავის ატკიებაც. და კიდევ, ჩემი ტელეფონი მინდა, ყაჩაღურად წართმეული" - ამბობს სულუხია.

აღსანიშნავია, რომ არცერთი პოსტი საჯაროდ აღარ იძებნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას. მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს. დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ. რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„სამშვიდობოსაა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.