სულუხია: გამაჩერეს, არარსებული დანაშაულის აღიარება მომთხოვეს, გამოვიქეცი, დამეხმარეთ
მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლისის ტბაზე მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დახვდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტელეფონი წართვეს და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რის შემდეგაც მან გაქცევა შეძლო.

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ლისის ტბაზე, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დახვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცები.
"გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად. მეუბნებოდნენ, რომ სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა არცერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მალავდნენ საკუთარ ვინაობას.
მომაქციეს ალყაში და შემიზღუდეს მოძრაობა. ასე გაგრძელდა 1 საათზე მეტხანს. ტელეფონზე მირეკავდა 87 წლის მოხუცი ბებია, რომლისათვისაც პასუხის გაცემის ნებას არ დამრთეს.
დათვალიერებისას არ აღმომაჩნდა არანაირი კანონსაწინააღმეგო ნივთიერება და ვიყავი სრულიად ფხიზელი. დამიმტვრიეს ტელეფონის ეკრანი, ვითხოვდი შველას, თუმცა ვერავის გავაგონე ხმა. ვთხოვდი, დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი, მაგრამ ამაოდ.
ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ "იზოლენტაში" გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა.
ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ.
რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა.
მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.
SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება" - ნათქვამია პოსტში.
მოგვიანებით, მომღერალმა დაწერა, რომ "სამშვიდობოსაა".
ჩემს ქვეყანაში მშვიდად ყოფნას არაფერი მირჩევნია, თუმცა, მომიწევს სიმართლის საუბარი და შესაბამისად, თავის ატკიებაც. და კიდევ, ჩემი ტელეფონი მინდა, ყაჩაღურად წართმეული" - ამბობს სულუხია.
აღსანიშნავია, რომ არცერთი პოსტი საჯაროდ აღარ იძებნება.
შსს-სგან პასუხის მიღებისთანავე ტაბულა მასალა განაახლებს.
ციტატები სტატიიდან
„გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერცერთმა შეძლო დამწეოდა. ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი, ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ, აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეეები ვართ. რაც შევძელი, იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს. SOS. გთხოვთ, ვინმე დამეხმაროთ, ვარ კომუნიკაციის გარეშე. პირველ რიგში ვითხოვ, ჩემი ტელეფონისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას და მსურს სახალხო დამცველთან გასაუბრება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.