ბრანდშტეტერი: გერმანულ ფონდებში დემოკრატიას სწავლობდნენ, შემდეგში მის გასანადგურებლად
ევროპარლამენტარმა ბრანდშტეტერმა საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და ის ბელარუსის რეჟიმს შეადარა. მისი თქმით, მმართველი ძალა ოპოზიციას კრძალავს და ქვეყნიდან ევროპულ ფონდებს აძევებს, თუმცა ქართველი ხალხი ევროპული მომავლისთვის იბრძვის და რეჟიმი საბოლოოდ დამარცხდება.

ქართული ოცნება ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. ეს უკვე გვინახავს ბელარუსში.
ორი დიქტატორი – პუტინისადმი ლოიალური რეჟიმები, ხალხს მძევლად იყენებენ. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოქმედებს მოსკოვის მითითებებით და ორივე საკუთარი ქვეყნების მომავალს ანადგურებს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ თავისუფლების ეშინიათ. მათ სიტყვის თავისუფლების ეშინიათ.
ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ასევე აძევებენ ევროპულ ფონდებს, როგორიცაა კონრად ადენაუერის ფონდი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი. ამ ორგანიზაციებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში. ირონიულია, რომ ზოგიერთი მათგანი ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და მათგან სწავლობდა დემოკრატიას, რომ მომავალში ის გაენადგურებინა.
კოლეგებო, ქართველი ხალხი ამ რეჟიმისგან სრულიად განსხვავებულია. ისინი თავიდან ბოლომდე ევროპელები არიან, ისევე როგორც ჩვენ, და განუწყვეტლივ იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.
ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი – ყველა სისხლიანი რეჟიმი საბოლოოდ ეცემა. ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია თავისუფალი იქნება.
ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურება, ღალატისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.