პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ და მხარი დაუჭირა საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას.

კშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - დროა, სანქციები დაუწესდეს იმ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ
ინტერპრესნიუსი

მკაფიოდ უნდა ითქვას: „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. პაპუაშვილს და სხვებს საბჭოთა დროში დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი მტკიცებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” სურს, ქვეყანა საბჭოთა დროში დააბრუნოს.

“მათ სურთ, მთელი საქართველო „დელორეანში“ - მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რადგან პოლიტიკური პარტიები იკრძალება. რაც შეეხება სასამართლო სისტემას - ეს ისეთი რამაა, რასაც კომუნისტებიც კი შეშურდებოდათ. ეს რეკონსტრუქციის ჯგუფი უნდა დაიშალოს, რადგან საქართველო თავისუფალი ერია, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ევროპული ერი. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი რეჟიმის დაცემა მაშინ იწყება, როდესაც თავისუფალი სამყარო ხალხს ნათლად აჩვენებს, რომ მოქმედების დროა. დროა, სანქციები დაუწესდეს იმ „მწვანე“ ადამიანებს, რომლებიც პუტინს წარმოადგენენ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკშიშტოფ ბრეიზა - „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“ - მათ სურთ საქართველო DeLorean-ში მოათავსონ და წარსულში დაბრუნდნენ, რაც შეეხება სასამართლო სისტემას, კომუნისტებსაც კი შეშურდებოდათ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა - კშიშტოფ ბრეიზაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები