ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ

ქართული ოცნება

ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა და ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს. მან ასევე ისაუბრა პოლიტპატიმრებზე და აღნიშნა, რომ ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა.

ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ
ჰელმუტ ბრანდშტეტერი - ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთინტერპრესნიუსი

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა. საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს - რაც ადრე ბელარუსშიც ვნახეთ, - ამის შესახებ ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ ბრანდშტეტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

“ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი და მძევლად ქცეული ხალხი.ორივე რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს - ორივე მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ორივე საკუთარი ერის მომავალს ანადგურებს. პუტინის მსგავსად, მათაც თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ეშინიათ. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ევროპულ ფონდებსაც აძევებენ, მაგალითად, კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ქართველო ხალხი ხელისუფლებისგან განსხვავდება და მუდმივად იბრძვის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის.

“ირონიულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა; ანუ, მათ დემოკრატია შეისწავლეს, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი სრულიად განსხვავდება ამ რეჟიმისგან. ისინი, ჩვენსავით, მთელი არსით ევროპელები არიან და მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი - რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა. ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარიაც, თავისუფალი იქნება. ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა,ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი და მძევლად ქცეული ხალხი.ორივე რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს - ორივე მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ორივე საკუთარი ერის მომავალს ანადგურებს. პუტინის მსგავსად, მათაც თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ეშინიათ. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ევროპულ ფონდებსაც აძევებენ, მაგალითად, კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში“
ჰელმუტ ბრანდშტეტერი
„ირონიულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა; ანუ, მათ დემოკრატია შეისწავლეს, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი სრულიად განსხვავდება ამ რეჟიმისგან. ისინი, ჩვენსავით, მთელი არსით ევროპელები არიან და მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. ამიტომაც ვარ ოპტიმისტურად განწყობილი - რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა. ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარიაც, თავისუფალი იქნება. ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა,ამისთვის მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.