პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი: ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება

ქართული ოცნება

ევროპარლამენტის წევრმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია, გათავისუფლდება.

ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი: ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება
იმედინიუსი

„ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისთვის კოშმარად იქცა - საქართველოს ოლიგარქი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.

„ეს ჩვენ ვიხილეთ ბელარუსშიც. ორი დიქტატორი, პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, ორი ადამიანი, რომლებსაც საკუთარი მოქალაქეები მძევლებად ჰყავთ აყვანილი. ორივე რეჟიმი ციხეში სვამს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით მოქმედებს, ორივე კლავს საკუთარი ერის მომავალს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ ეშინიათ თავისუფლების, ეშინიათ სიტყვის თავისუფლების. ახლა კი, პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად, ისინი ასევე აძევებენ ევროპულ ფონდებს. ამ ორგანიზაციებმა თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ირონია კი ის არის, რომ ზოგიერთი მათგანი სწორედ ამ ორგანიზაციებში მუშაობდა და სწავლობდა, ანუ მათ ისწავლეს დემოკრატია იმისთვის, რომ მოგვიანებით ის დაენგრიათ. კოლეგებო, საქართველოს ხალხი საერთოდ არ ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი არიან ევროპელები, რომლებიც, დარწმუნებული იყავით, ისევე როგორც ჩვენ, უწყვეტად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტპატიმარი, ელენე ხოშტარიას ჩათვლით, გათავისუფლდება, ხოლო მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ თავიანთი ღალატისთვის“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჰელმუტ ბრანდშტეტერი - ყველა სისხლიანი რეჟიმი ინგრევა, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იქნება, მათ კი, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ
  2. ტაბულაოპოზიციურიბრანდშტეტერი: გერმანულ ფონდებში დემოკრატიას სწავლობდნენ, შემდეგში მის გასანადგურებლად
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია: „ეს არის დიქტატურა და არა დემოკრატიის კრიზისი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები