ევროპარლამენტში „ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის განზრახვაზე იმსჯელეს
ევროპარლამენტში გაიმართა დებატები „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ევროპარლამენტარებმა და ევროკომისარმა დაგმეს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და მოუწოდეს ევროკავშირს, დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

7 ოქტომბერს, ევროპარლამენტში გაიმართა დებატები „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ.
საქართველოს საკითხი, ისევე როგორც ადამიანის უფლებების მდგომარეობა ირანსა და აზერბაიჯანში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებული დებატების ფარგლებში განიხილეს.
დებატების და რეზოლუციის ინიციატორი „ქართული ოცნების“ ყოფილი მოკავშირე, სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) პოლიტიკური ჯგუფია.
„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ აკრძალოს ყველა პოლიტიკური პარტია? რამდენად უნდა ეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ სცემოს მშვიდობიანი მომიტინგეები, დააპატიმროს ჟურნალისტები და გამოიყენოს ქიმიური აგენტები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ?“ — იკითხა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი).
„სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში, სადაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ რეჟიმი შევიდა უცნაურ, საბჭოთა აღორძინების რეჟიმში, საქართველოს ევროპული მომავლიდან ჩამოშორებითა და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო სახლში — საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფოს აშენების მცდელობით. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს — თავად ქართველებს აღარ სურთ კვლავ „ჰომო სოვიეტიკუსები“ იყვნენ. მათ არ სურთ უბრალოდ თავი დახარონ და გაჩუმდნენ. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. მათ იგემეს ევროპა და არცერთზე იტყვიან უარს. სწორედ ესაა, რატომაც არ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე; რატომაც უნდა დავდგეთ დაპატიმრებული ჟურნალისტების, მაგალითად მზია ამაღლობელის გვერდით. რატომაც უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს. და რატომ უნდა დავაბრუნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია — ჩვენი ყველაზე ბნელი ისტორიის წიგნების ფურცლებზე. საქართველოს მომავალი ევროპაშია“, — დასძინა კრემერმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ (ლიეტუვა, EPP) კიდევ ერთხელ მოუწოდე ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებისთის მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ: „წევრმა სახელმწიფოებმა აღარ უნდა მოიცადონ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით უნდა დავდგეთ“, — თქვა მან.
„ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული დიქტატურისკენ მიჰყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაიმორჩილა მართლმსაჯულება, დევნის ოპოზიციას და სურს თავისი ოპონენტების პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება. ეს აღარ არის უბრალო პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა“, — განაცხადა პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი).
მისი თქმით, ამ პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია მიხეილ სააკაშვილი. ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა ორლანდო ლეოლუკამაც (იტალია, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი):
„ადამიანი, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტად არჩევის დღიდან წინ აღუდგა რუსულ სამხედრო ოკუპაციას, ებრძოდა კორუფციას და ოფიციალურად სთხოვა პრეზიდენტ პროდის [რომანო პროდი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი] ევროკავშირში გაწევრიანება. მე იმ დღეს თბილისში, იმ მანიფესტაციაზე ვიმყოფებოდი. „ქართული ოცნება“ იქცა „ქართულ კოშმარად“. პარტია, რომელიც სრულად მორჩილია რუსეთის მიმართ, იმ რუსეთის, რომელიც ამავდროულად აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციას. სწორედ ამ არადემოკრატიული არჩევანითა და რუსეთის მხრიდან ამ ზეგავლენით წლებია იბლოკება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, მათ შორის სანქციები, რათა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის უფლებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში“, — თქვა იტალიელმა დეპუტატმა.
ევროპარლამენტარებმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის (გერმანია, EPP) ჩათვლით, ყურადღება გაამახვილეს კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდების დახურვაზე საქართველოში.
„ამ ორგანიზაციებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში. და ირონიულია, რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და სწავლობდა ამ ორგანიზაციებში, ასე რომ მათ ისწავლეს დემოკრატია, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. ქართველი ხალხი არაფრით ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი თავით ფეხებამდე ევროპელები არიან, ისევე როგორც ჩვენ. მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია გათავისუფლდება და“, — განაცხადა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა (ავსტრია, Renew Europe).
მან ივანიშვილის ხელისუფლება ბელარუსის რეჟიმს შეადარა.
„ორი დიქტატორი — პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, ორი ხალხი მძევლად. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით, ორივე კლავს საკუთარი ქვეყნების მომავალს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ ეშინიათ თავისუფლების. მათ ეშინიათ სიტყვის თავისუფლების“, — თქვა მან და დასძინა, რომ მათ, „ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურება, მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ თავისი ღალატისთვის“.
ტრადიციულად, დებატებზე „ქართული ოცნების“ პოზიციები დაიცვეს ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკურმა ძალებმა. მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიჰმა (სუვერენულ ერთა ევროპა) კოლეგები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ აშფოთებთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა მაშინ, როცა გერმანიაში AfD-ს აკრძალვა სურთ.
„თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ დემოკრატია და ჩართულობა. საქმე ისაა, რომ საქართველო უარყოფს ე.წ. ვოუქ სიგიჟეს და ლგბტ პროპაგანდას, რადგან სურს შეინარჩუნოს თავისი ძლიერი ქრისტიანული ტრადიცია. საქმე ისაა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, რადგან არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. საქართველო პატარა ქვეყანაა რთულ გარემოცვაში — რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასეთ პირობებში უწევს მოიქცეს სხვანაირად, ვიდრე თქვენ ისურვებდით. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. და ჩვენ საქართველო უნდა აღვიქვათ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ. ეს არის რეალპოლიტიკა. თქვენი კონფრონტაციული მიდგომა კი საქართველოს მხოლოდ უცხო ჰეგემონიური ძალების მკლავებში აგდებს. და ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“, — განაცხადა ფროელიჰმა.
ფროელიჰის გამოსვლას გამოეხმაურა დავორ ივო შტიერი (ხორვატია, EPP):
„გასულ დებატებზე უკიდურესმა მემარცხენეებმა ორმაგ სტანდარტებში დაგვადანაშაულეს. ახლა უკიდურესი მემარჯვენეები გვადანაშაულებენ და მე მათაც მინდა ვუპასუხო. არაფერია ქრისტიანული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ადამიანის ღირსების შელახვაში ან თითოეული ადამიანის ღირსების უპატივცემულობაში. არაფერია ქრისტიანული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაში. ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არ არის ქრისტიანული იდენტობის დაცვა. ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არის სუფთა ავტოკრატია და ამიტომაც ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში პროევროპული რიტორიკით მოვიდა, მაგრამ როდესაც უკვე ხელისუფლებაში აღმოჩნდა, საქმით დაამტკიცა, რომ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. და ამიტომ, როდესაც კანდიდატებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვუსმინოთ, რას ამბობენ ისინი, არამედ მათი საქმეები უნდა შევაფასოთ“, — თქვა მან.
ლიეტუველი ევროპარლამენტარი დეინიუს ჟალიმასი Renew Europe-დან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე, ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარული კონსოლიდაციის მიმართ აქამდე არაადეკვატური იყო.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელთა დასანქცირებაში აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები უფრო შორს წავიდნენ, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს ხარვეზი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვები განსაკუთრებით მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიების საშუალებას იძლევიან.
საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დამოკიდებული უნდა იყოს ხელშესახებ ნაბიჯებზე ამ კურსის შეცვლისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც წარმოადგენს საგზაო რუკას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენისთვის. უნდა აღვკვეთოთ პოლიციის აღჭურვილობის მიყიდვა ან გადაცემა საქართველოსთვის, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს შემდგომ რეპრესიებს. და ბოლოს, ევროპამ უნდა გააძლიეროს პირდაპირი მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ამასთანავე მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლება“, — განაცხადა ჟალიმასმა.
პორტუგალიელმა დეპუტატმა ტიაგუ მორაირა დე სამ („პატრიოტები ევროპისთვის“) კი აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მაინც უნდა დარჩეს ადგილი ევროპულ მაგიდასთან
„ჯორჯ შტაინერმა დაინახა ევროპა როგორც კაფეების რუკა, ადგილები, სადაც საუბრობენ, სადაც არ ეთანხმებიან ერთმანეთს და ფიქრობენ თავისუფლებაზე. მან ეს რუკა დახატა ლისაბონიდან ოდესამდე. მოსკოვი გამოტოვებული იყო. ამბობენ, რომ თბილისში კონტინენტზე რამდენიმე საუკეთესო კაფე იყო. შტაინერს შავი ზღვა რომ გადაეკვეთა, თბილისსაც შეიტანდა რუკაზე. საქართველო ქრისტიანულია, მართლმადიდებლურია მე-4 საუკუნიდან და დაიცვა თავისი ენა და სარწმუნოება იმპერიებისგან. ქართველების 60%-ს სურს ევროკავშირის წევრობა და მათ იციან რუკის რომელ მხარეს უნდათ ყოფნა. ეს არ არის დამოკიდებული მთავრობებზე თბილისში. საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული თავისუფლების, თავისუფალი არჩევნების არჩევა და კანონის უზენაესობის პატივისცემა. ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვერცერთი სუვერენული ერი ვერ იპოვის თავისუფლებას, სანამ ის ოკუპირებულია. ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს და მაგიდა თავისი ყავით მას უნდა ელოდებოდეს“, — განაცხადა მან.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ლუკას სიპერმა Renew Europe-დან გამოთქვა აზრი, რომ საქართველო კიდევ 20, უკეთეს შემთხვევაში კი 10 წელი ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით და ერთ-ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან. მან მკითხა: „თქვენი აზრით, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად?“ მე ვთქვი: 20 წელი. შესაძლოა 10-იც, თუ ყველაფერი კარგად წავა. ვშიშობ, რომ რეალობა სწორედ ასეთია, რადგან, როცა საქართველოს ვუყურებთ, მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს. თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
მე ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ვეუბნები ქართველ ოლიგარქებს, ვეუბნები რუსეთის მარიონეტებს საქართველოში: ისიამოვნეთ თქვენი სასახლეებით, ისიამოვნეთ თქვენი მდიდრული ავტომობილებით, ისიამოვნეთ თქვენი ძალაუფლებით, რადგან, საბოლოო ჯამში, თქვენ მოკვდებით. შემდეგ კი, [მართვის სადავეებს] ქართველების ახალი თაობა გადაიბარებს და ისინი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. ასე რომ, შესაძლოა ლოდინი მოგვიწიოს, მაგრამ საბოლოო მიზანი გარდაუვალია“, — განაცხადა სიპერმა
ესპანელმა დეპუტატმა სოციალ დემოკრატებიდან, ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა გააჩნდეს მექანიზმი, ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მსგავსი ქვეყნები ამოიღონ გაწევრიანების მომლოდინეთა სიიდან და ჩამოართვან კანდიდატის სტატუსი.
„შესაძლოა, დაგვჭირდეს ინსტიტუციური რეფორმაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ ამოვიღოთ სიიდან და სტატუსი ჩამოვართვათ სახელმწიფოს, რომელიც კავშირის ღირებულებების საპირისპირო მიმართულებით მიემართება. რადგან მოდით ვაღიაროთ, თურქეთი ამ დრომდე რჩება მოლოდინის სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანდიდატურის პერსპექტივამ უკვე ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა ყოველგვარი სანდოობა“, — თქვა მან.
ევროპარლამენტში გამართული დებატებისას კომისიის პოზიცია წარადგინა ევროკომისარმა გარემოს დაცვისა და კონკურენტუნარიანი ცირკულარული ეკონომიკის საკითხებში, ჯესიკა როსვოლმა. მისი თქმით, ევროკავშირი პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები და ჩაერთოს შინაარსობრივ დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან.
თავის მხრივ, ევროკავშირის „კარი ღიაა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოსთან, ურთიერთობებში არსებული ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად“.
„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას. სისტემატური თავდასხმაა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და კანონის უზენაესობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი სარჩელი, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა შეიტანეს 2028 წლის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, ამ სურათის ნაწილია. ასეთი ქმედებები ურტყამს დემოკრატიის გულს და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, — თქვა ევროკომისარმა.
როსვოლმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის.
„რეფორმების წინსვლისა და ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ზომები, რომლებიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ამცირებს სამოქალაქო სივრცეს. ისინი აგრძელებენ ანტიევროპულ რიტორიკას და დეზინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის სანდოობის შელახვას საქართველოს მოქალაქეებში. ქართველ ხალხს დიდი ხანია სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი.ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და მათ სამოქალაქო საზოგადოებას“, — დასძინა ევროკომისარმა.
„ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი 8 ოქტომბერს უყრის კენჭს.
ნახეთ:
რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის პროექტში, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეა
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ აკრძალოს ყველა პოლიტიკური პარტია? რამდენად უნდა ეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ სცემოს მშვიდობიანი მომიტინგეები, დააპატიმროს ჟურნალისტები და გამოიყენოს ქიმიური აგენტები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ?“
„სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში, სადაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ რეჟიმი შევიდა უცნაურ, საბჭოთა აღორძინების რეჟიმში, საქართველოს ევროპული მომავლიდან ჩამოშორებითა და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო სახლში — საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფოს აშენების მცდელობით. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს — თავად ქართველებს აღარ სურთ კვლავ „ჰომო სოვიეტიკუსები“ იყვნენ. მათ არ სურთ უბრალოდ თავი დახარონ და გაჩუმდნენ. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. მათ იგემეს ევროპა და არცერთზე იტყვიან უარს. სწორედ ესაა, რატომაც არ უნდა ვთქვათ უარი საქართველოზე; რატომაც უნდა დავდგეთ დაპატიმრებული ჟურნალისტების, მაგალითად მზია ამაღლობელის გვერდით. რატომაც უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილს. და რატომ უნდა დავაბრუნოთ „ქართული ოცნების“ საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია — ჩვენი ყველაზე ბნელი ისტორიის წიგნების ფურცლებზე. საქართველოს მომავალი ევროპაშია“
„წევრმა სახელმწიფოებმა აღარ უნდა მოიცადონ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით უნდა დავდგეთ“
„ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანა რუსული დიქტატურისკენ მიჰყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაიმორჩილა მართლმსაჯულება, დევნის ოპოზიციას და სურს თავისი ოპონენტების პოლიტიკური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება. ეს აღარ არის უბრალო პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა“
„ადამიანი, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტად არჩევის დღიდან წინ აღუდგა რუსულ სამხედრო ოკუპაციას, ებრძოდა კორუფციას და ოფიციალურად სთხოვა პრეზიდენტ პროდის [რომანო პროდი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი] ევროკავშირში გაწევრიანება. მე იმ დღეს თბილისში, იმ მანიფესტაციაზე ვიმყოფებოდი. „ქართული ოცნება“ იქცა „ქართულ კოშმარად“. პარტია, რომელიც სრულად მორჩილია რუსეთის მიმართ, იმ რუსეთის, რომელიც ამავდროულად აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციას. სწორედ ამ არადემოკრატიული არჩევანითა და რუსეთის მხრიდან ამ ზეგავლენით წლებია იბლოკება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტი, მათ შორის სანქციები, რათა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის უფლებას, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში“
„ამ ორგანიზაციებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში. და ირონიულია, რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და სწავლობდა ამ ორგანიზაციებში, ასე რომ მათ ისწავლეს დემოკრატია, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. ქართველი ხალხი არაფრით ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი თავით ფეხებამდე ევროპელები არიან, ისევე როგორც ჩვენ. მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია გათავისუფლდება და“
„ორი დიქტატორი — პუტინისადმი ლოიალური ორი რეჟიმი, ორი ხალხი მძევლად. ორივე რეჟიმი აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ორივე მოსკოვის ბრძანებით, ორივე კლავს საკუთარი ქვეყნების მომავალს. პუტინის მსგავსად, მათ უბრალოდ ეშინიათ თავისუფლების. მათ ეშინიათ სიტყვის თავისუფლების“
„გასულ დებატებზე უკიდურესმა მემარცხენეებმა ორმაგ სტანდარტებში დაგვადანაშაულეს. ახლა უკიდურესი მემარჯვენეები გვადანაშაულებენ და მე მათაც მინდა ვუპასუხო. არაფერია ქრისტიანული ადამიანის უფლებების დარღვევაში, ადამიანის ღირსების შელახვაში ან თითოეული ადამიანის ღირსების უპატივცემულობაში. არაფერია ქრისტიანული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვაში. ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არ არის ქრისტიანული იდენტობის დაცვა. ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, არის სუფთა ავტოკრატია და ამიტომაც ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში პროევროპული რიტორიკით მოვიდა, მაგრამ როდესაც უკვე ხელისუფლებაში აღმოჩნდა, საქმით დაამტკიცა, რომ სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. და ამიტომ, როდესაც კანდიდატებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვუსმინოთ, რას ამბობენ ისინი, არამედ მათი საქმეები უნდა შევაფასოთ“
„ჯორჯ შტაინერმა დაინახა ევროპა როგორც კაფეების რუკა, ადგილები, სადაც საუბრობენ, სადაც არ ეთანხმებიან ერთმანეთს და ფიქრობენ თავისუფლებაზე. მან ეს რუკა დახატა ლისაბონიდან ოდესამდე. მოსკოვი გამოტოვებული იყო. ამბობენ, რომ თბილისში კონტინენტზე რამდენიმე საუკეთესო კაფე იყო. შტაინერს შავი ზღვა რომ გადაეკვეთა, თბილისსაც შეიტანდა რუკაზე. საქართველო ქრისტიანულია, მართლმადიდებლურია მე-4 საუკუნიდან და დაიცვა თავისი ენა და სარწმუნოება იმპერიებისგან. ქართველების 60%-ს სურს ევროკავშირის წევრობა და მათ იციან რუკის რომელ მხარეს უნდათ ყოფნა. ეს არ არის დამოკიდებული მთავრობებზე თბილისში. საქართველოს ხალხზეა დამოკიდებული თავისუფლების, თავისუფალი არჩევნების არჩევა და კანონის უზენაესობის პატივისცემა. ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვერცერთი სუვერენული ერი ვერ იპოვის თავისუფლებას, სანამ ის ოკუპირებულია. ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს და მაგიდა თავისი ყავით მას უნდა ელოდებოდეს“
„შესაძლოა, დაგვჭირდეს ინსტიტუციური რეფორმაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საბოლოოდ ამოვიღოთ სიიდან და სტატუსი ჩამოვართვათ სახელმწიფოს, რომელიც კავშირის ღირებულებების საპირისპირო მიმართულებით მიემართება. რადგან მოდით ვაღიაროთ, თურქეთი ამ დრომდე რჩება მოლოდინის სიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანდიდატურის პერსპექტივამ უკვე ძალიან დიდი ხნის წინ დაკარგა ყოველგვარი სანდოობა“
„ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო შორდება დემოკრატიულ ნორმებს და მისი ხალხის მიერ არჩეულ ევროპულ გზას. სისტემატური თავდასხმაა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ფუნდამენტურ უფლებებზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და კანონის უზენაესობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი სარჩელი, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტარებმა შეიტანეს 2028 წლის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, ამ სურათის ნაწილია. ასეთი ქმედებები ურტყამს დემოკრატიის გულს და ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“
„ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურება, მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ თავისი ღალატისთვის“
„თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ დემოკრატია და ჩართულობა. საქმე ისაა, რომ საქართველო უარყოფს ე.წ. ვოუქ სიგიჟეს და ლგბტ პროპაგანდას, რადგან სურს შეინარჩუნოს თავისი ძლიერი ქრისტიანული ტრადიცია. საქმე ისაა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, რადგან არ სურს მეორე უკრაინად იქცეს. საქართველო პატარა ქვეყანაა რთულ გარემოცვაში — რუსეთი, ირანი, თურქეთი. ასეთ პირობებში უწევს მოიქცეს სხვანაირად, ვიდრე თქვენ ისურვებდით. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. და ჩვენ საქართველო უნდა აღვიქვათ, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ხიდი აზიისკენ. ეს არის რეალპოლიტიკა. თქვენი კონფრონტაციული მიდგომა კი საქართველოს მხოლოდ უცხო ჰეგემონიური ძალების მკლავებში აგდებს. და ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში“
„გასულ კვირას მეგობრების წრეში ვისხედით და ერთ-ერთი მათგანი იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან. მან მკითხა: „თქვენი აზრით, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად?“ მე ვთქვი: 20 წელი. შესაძლოა 10-იც, თუ ყველაფერი კარგად წავა. ვშიშობ, რომ რეალობა სწორედ ასეთია, რადგან, როცა საქართველოს ვუყურებთ, მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს. თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მე ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ვეუბნები ქართველ ოლიგარქებს, ვეუბნები რუსეთის მარიონეტებს საქართველოში: ისიამოვნეთ თქვენი სასახლეებით, ისიამოვნეთ თქვენი მდიდრული ავტომობილებით, ისიამოვნეთ თქვენი ძალაუფლებით, რადგან, საბოლოო ჯამში, თქვენ მოკვდებით. შემდეგ კი, [მართვის სადავეებს] ქართველების ახალი თაობა გადაიბარებს და ისინი საქართველოს ევროპული მომავლისკენ წაიყვანენ. ასე რომ, შესაძლოა ლოდინი მოგვიწიოს, მაგრამ საბოლოო მიზანი გარდაუვალია“
„რეფორმების წინსვლისა და ევროკავშირთან დაახლოების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ზომები, რომლებიც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ამცირებს სამოქალაქო სივრცეს. ისინი აგრძელებენ ანტიევროპულ რიტორიკას და დეზინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის სანდოობის შელახვას საქართველოს მოქალაქეებში. ქართველ ხალხს დიდი ხანია სურს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი.ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს და მათ სამოქალაქო საზოგადოებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.