სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვა
სამოქალაქო აქტივისტმა სერგეი ყანჩელმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და წამება მიაყენეს, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე სასაფლაოზე იძალადეს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუწია.
ყანჩელის თქმით, ახლა უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება, თუმცა დამნაშავეების დასასჯელად ბრძოლას აპირებს და სარჩელი შეიტანა.
„წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი“, — წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.
ყანჩელის თქმით, პოლიციელების თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო მისი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე, სქესობრივი იძულების კვალდაკვალ იხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ მის სამოქალაქო პოზიციას.
„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული“, — წერს ყანჩელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა
„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელს
“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩაველი
6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი
აქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
სერგი ყანჩელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…