“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩაველი
აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 27 სექტემბერს ექვსმა პოლიციელმა სასაფლაოზე გადაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და საჩივარი შეიტანა.

პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი მოქალაქე ადანაშაულებს. აქტივისტი სერგი ყანჩაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა.
ყანჩაველის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
გამარჯობა მეგობრებო,
წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც.
სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ.
მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხვა სხეულის ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დატოვა თავისი დანაშაულის ადგილი.
მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ “აკაცუკად” და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.
ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.
რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული.
ცალკე უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო Natia Tokhadze-ს და Keti Shartava-ს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის ამ საშინელ და ტკივნეულ პერიოდში, – წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა
„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელს
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვა
6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი
აქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
სერგი ყანჩელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…