აქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტი 27 სექტემბერს მოხდა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა და უწყებას საჩივრით მიმართა.

აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში, იარაღით მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც ყანჩელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. მისი თქმით, გააჩერა 6 პოლიციელმა და სასაფლაოზე წაიყვანეს, სადაც "ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში".
როგორც ის წერს, შესაბამის უწყებას საჩივრითაც მიმართა, აღნიშნულის გამო საქართველო დატოვა და უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
"გამარჯობა მეგობრებო, წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც. სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ. მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყო, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკერდზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი.
მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.
ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა. რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის, ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამიანების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული". - წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.
ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. კომენტარის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.