ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელს

აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე გადაიყვანეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ, რის შემდეგაც მან ქვეყანიდან წასვლა და საჩივრის შეტანა გადაწყვიტა.

„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელს
„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელსTV პირველი

პოლიციას ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი მოქალაქე ადანაშაულებს. აქტივისტი სერგი ყანჩაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა.

ყანჩაველის განცხადებით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

გამარჯობა მეგობრებო,

წინასწარ ბოდიშს გიხდით, რომ ასე მიწევს თქვენთან დამშვიდობება, დროებით, მაგრამ მაინც.

სულ ცოტა ხნის წინ ჩავფრინდი უსაფრთხო ქვეყანაში და ახლა უსაფრთხოდ ვარ.

მომიწევს აგიხსნათ რატომ და როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

კვირას, 27 სექტემბერს, სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ, ჯამში 6 პირი იყვნენ, გადამიყვანეს სასაფლაოზე და ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაცრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ, მადებდნენ თავზე, მკედრზე და სხვა სხეულის ნაწინელებზე. მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას. ეს წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც პოლიციამ დაიტოვა თავისი დანაშაულის ადგილი.

მათი თითოეული ეს ქმედება მიმართული იყო ჩემი სამოქალაქო პოზიციისკენ, რადგან ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ "აკაცუკად" და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას.

ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გაიაზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა.

რადგან ჩემგან სამშობლოს დატოვება არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიციელებისთვის ვინც ეს დანაშაული ჩაედინა, ამიტომ საჩივარი შევიტანე ამ არაადამინების წინააღმდეგ, რომ მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს. ყველამ უნდა იცოდეს მაგათი ვინაობა და ჩადენილი დანაშაული.

ცალკე უღრმესი მადლობა მინდა მოვუხადო Natia Tokhadze-ს და Keti Shartava-ს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის ამ საშინელ და ტკივნეულ პერიოდში, - წერს ყანჩელი სოციალურ ქსელში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. ფორმულაოპოზიციურისერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა
  2. ალიაოპოზიციური“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩაველი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურისამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი
  5. ტაბულაოპოზიციურიაქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  6. TV პირველიოპოზიციურიერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
  7. TV პირველიოპოზიციურისერგი ყანჩელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სერგეი ყანჩელის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები