ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება

საქართველოს პროკურატურა

სამოქალაქო აქტივისტი სერგეი ყანჩელი პოლიციელებს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და პროკურატურას დისტანციურად ჩვენებას მისცემს. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადებაTV პირველი

სერგეი ყანჩელი ჩვენების მისაცემად ემზადება - სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც პოლიციელები ძალადობაში დაადანაშაულა, რამდენიმე საათში უნდა ჩაერთოს პროკურატურას დისტანციურად.

ყანჩელის ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ სერგეის ყველა პოლიციელის ამოცნობა შეუძლია.

დღეს შუადღის საათებში არის დაგეგმილი ვიზიტი საგამოძიებო ორგანოში და ასევე დისტანციური გამოკითხვა სერგეი ყანჩელტან. სერეგი მიუთითებს ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც მას 27 სექტემბერს თავს გადახდა, მათ შორის მის მიმართ განხორციელებულ ტერორთან დაკავშირებით. ასევე სერგეი დეტალურად მიუთითებს თავდასხმაში მონაწილე პოლიციელთა ნაწილის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს. ამის შემდეგ აუცილებელია რომ ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება, ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც სერგეის უნდა მიეცეს შესაძლებლობა ამოიცნოს ის კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც მონაწილეობდნენ მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებში. რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, მნიშვნელოვანი იქნება პირველ ჯერზე სერგეის მხრიდან ზუსტი ინფორმაციის დაფიქსირება, ხოლო შემდეგ უკვე გამოძიების მიმდინარეობისას ცხადია, აღნიშნული საკითხი დადგება დღის წესრიგში. კვალიფიკაციას რაც შეეხება, ბუნებრივია ჩვენი მხრიდა მოხდება დღესაც, ხვალაც და სამომავლოდაც ამაზე რეაგირება", - ამბობს ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.

ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები