ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი

ქართული ოცნება

23 წლის სერგეი ყანჩელი აცხადებს, რომ 27 სექტემბერს ექვსი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, იარაღით დაემუქრა და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა სამოქალაქო პოზიციის გამო. ყანჩელმა ქვეყანა დატოვა და სამართალდამცველებს მიმართა, ხოლო პროკურატურასთან დაკავშირება მიმდინარეობს.

6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი
6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელირადიო თავისუფლება

7 ოქტომბერს ფეისბუკზე დაწერილ პოსტში სერგეი ყანჩელი წერს, რომ ის ახლა უკვე დაუსახელებელ „უსაფრთხო ქვეყანაში“ იმყოფება და საზოგადოებას ამცნობს 27 სექტემბერს მომხდარის შესახებ.

სახელმწიფო უწყებები ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

„მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“

მისი ცნობით, ეს ამბავი 2026 წლის 27 სექტემბერს, კვირადღეს მოხდა, - როდესაც ის სარბენად იყო გასული.

„სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ. ჯამში ექვსნი იყვნენ“, - წერს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, პოლიციელებმა ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაიყვანეს:

- „ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“.

- „[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე“.

- „მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“.

ის წერს, რომ „წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, რის შემდეგაც პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.

მოქალაქეობრივი პოზიციის გამო

ყანჩელი წერს, რომ პოლიციის ძალადობას მისი სამოქალაქო პოზიცია განაპირობებდა - წინააღმდეგობა „ქართულ ოცნებასთან“:

„ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“, - წერს ის.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა“, - წერს იგი.

მისი თქმითვე, საჩივარი შეიტანა პოლიციელების წინააღმდეგ, რათა „მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს“.

რადიო თავისუფლებამ წერილობითი შეკითხვით მიმართა პროკურატურის პრესცენტრს, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

ინფორმაცია განახლდება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 7
  1. ფორმულაოპოზიციურისერგი ყანჩელი პოლიციელებს წამებასა და მუქარაში ადანაშაულებს — აქტივისტმა ქვეყანა დატოვა
  2. TV პირველიოპოზიციური„სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და იარაღით მემუქრებოდნენ“ - აქტივისტი სერგი ყანჩაველი პოლიციას ძალადობაში ამხელს
  3. ალიაოპოზიციური“პოლიციელებმა სასაფლაოზე წამიყვანეს, სახე დამისერეს და 50 წუთი მაწამებდნენ“ – სერგი ყანჩაველი
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურისამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემდეგ ქვეყანა დატოვა
  5. ტაბულაოპოზიციურიაქტივისტი პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  6. TV პირველიოპოზიციურიერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
  7. TV პირველიოპოზიციურისერგი ყანჩელის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება მოხდეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ. ჯამში ექვსნი იყვნენ“
„ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“
„[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე“
„მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“
„ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“
„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სავარაუდო ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე - რა ჩვენება მისცა სერგეი ყანჩელმა გამომძიებლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები