ბექა შენგელიას ადვოკატი: ციხის წარმომადგენლები პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს (ვიდეო)
ადვოკატი ომარ ფურცელაძე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ ბექა შენგელიას შეხვდა და პირადად მოისმინა, როგორ იძალადეს პატიმრებზე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, გადაცემა “რეაქციაში“ იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიაწოდა.

ფურცელაძის თქმით, პატიმრების პროტესტი, რომელიც ფიზიკური შეხლა-შემოხლით დასრულდა, სწორედ გიორგი დავითაძის კადრების გასაჯაროებას მოყვა.
ადვოკატი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული წარმომადგენლები ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოეგოთ პატიმრები და დერეფნებიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის, ემუქრებოდნენ იმით “რაც გიორგი დავითაძეს დამართეს“.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.