ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე

იუსტიციის სამინისტრო

ადვოკატებმა ომარ ფურცელაძემ და მარიკა არევაძემ განაცხადეს, რომ რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრები შიმშილობენ და ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასა და პროვოკაციებზე მიუთითეს. პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების შიმშილობის ცნობები უარყო.

პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე
პენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზენეტგაზეთი

ადვოკატები ომარ ფურცელაძე და მარიკა არევაძე დღეს, 6 ოქტომბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში იმყოფებოდნენ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში. ციხის დატოვების შემდეგ ორივე მათგანმა გაავრცელა დაწერა, რომ მათთვის მიწოდებული ცნობების მიხედვით, პატიმრები შიმშილობენ.

მარიკა არევაძემ დღეს გიორგი დავითაძე და საბა სხვიტარიძე მოინახულა, ომარ ფურცელაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი – ბექა შენგელია.

„გიორგისთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი და ამ პირადი კომუნიკაციის შემდეგ ეჭვი არ მეპარება მისი მონათხრობის ნამდვილობაში. ბრძოლის განწყობაზეა !

როგორც შევიტყვე პატიმრები შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, რომ ვიდეო მასალაში მყოფი ყველა ბადრაგი იქნას ჩამოშორებული საქმიანობას!“ – დაწერა არევაძემ სოციალურ ქსელში.

მან სახალხო დამცველს მოუწოდა, მოინახულოს მოშიმშილე პატიმრები.

ომარ ფურცელაძეს ბექა შენგელიამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გიორგი დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული თანამშრომლები „ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას“ –

„რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს, რასაც მოჰყვა კიდეც რამდენიმე ინციდენტი. ბექას ცნობით, ადგილზე შიმშილობს მინიმუმ 4 პატიმარი.

ბექა, პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით აპირებს არ დატოვოს საკანი.

ბექა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ყველა შესაძლო გართულებაზე“, – დაწერა ფურცელაძემ.

მისი განცხადებით, მოშიმშილე პატიმრებისა და ბექა შენგელიას მოთხოვნაა, „დაუყოვნებლივ შეწყდეს მათზე ყოველგვარი ზეწოლა, ხოლო, კონკრეტული ადმინისტრაციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩამოაცილონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას“.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას და ასე აპირებს მიაწოდოს საზოგადოებს კონკრეტული თანამშრომლების ვინაობა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, უწყებაში განგვიცხადეს, რომ არ ადასტურებენ, რომ პატიმრები შიმშილობენ.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს, რასაც მოჰყვა კიდეც რამდენიმე ინციდენტი. ბექას ცნობით, ადგილზე შიმშილობს მინიმუმ 4 პატიმარი. ბექა, პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით აპირებს არ დატოვოს საკანი. ბექა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და ყველა შესაძლო გართულებაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
როგორც შევიტყვე, მე-6 ციხეში პატიმრები შიმშილობენ - ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები