ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ადვოკატი დეტალურდ ჰყვება, რა ხდებოდა დეესკალაცის ოთახში, როცა პატიმარი დავითაძე გადაიყვანეს

ადვოკატი მარიკა არევაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძეს შეხვდა. უფლებადამცველის განცხადებით, პატიმარი დეკემბერში დეესკალაციის ოთახში მომხდარი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ჰყვება.

ადვოკატი დეტალურდ ჰყვება, რა ხდებოდა დეესკალაცის ოთახში, როცა პატიმარი დავითაძე გადაიყვანეს
ადვოკატი დეტალურდ ჰყვება, რა ხდებოდა დეესკალაცის ოთახში, როცა პატიმარი დავითაძე გადაიყვანესTV პირველი

ადვოკატი მარიკა არევაძე, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გიორგი დავითაძე მოინახულა, დეტალურად ჰყვება, რა მოისმინა უშუალოდ პატიმრისგან დეკემბერში დეესკალაციის ოთახში მომხდარზე.

როგორც უფლებადამცველი გადაცემა “რეაქციაში“ ამბობს, მისთვის უმძიმესი მოსასმენი იყო ახალგაზრდა კაცისგან იმის მოსმენა, რისი გადატანა მოუწია როგორც იმ დღეს , ასევე მომდევნო დღეებშიც.

დეტალურად ამიხსნა და მომიყვა თუ რა ხდებოდა მას შემდეგ, როცა დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. მიყვებოდა, რას ეუბნებოდნენ ხმადაბლა, ეუბნებოდნენ რომ კი, ის გაუპატიურებულია და მასზე უკვე მოხდა სექსუალური ხასიათის ძალადობა. როდესაც გადაწვენილი ჰყავდა პროცესში ეუბნებოდა, რომ მე ახლა შენზე სექსუალურად ვძალადობ, ოღონდ სხვა სიტყვებით. ხოლო როდესაც ეს დასრულდა, სხვადასხვა ბადრაგებიც უახლოვდებოდნენ და ეუბნებოდნენ ყურში. მან ერთ დეტალზეც დამაკვირვა, კადრში რომ ჩანს შავი წერტილი, ეს არის ტუალეტის სივრცე, რომელიც არ შეიძლება იყოს გამოყენებული კადრში. ექიმი, რომელი რატომღაც ამ პროცესს ესწრებოდა, შემოდის კადრში, დგება ზუსტად იმ ადგილას, ხოლო როდესაც პროცესი მთავრდება, ტრიალდება და გადის, დავითაძე ვარაუდობს, რომ ექიმმა იცის, არ გამოჩნდება კადრში და ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ამგვარ პროცედურას ესწრება,- ამბობს არევაძე.

არევაძის თქმით, კადრებიდანაც კარგად ჩანს, რომ პირადი შემოწმება და ჩხრეკა არ იყო, რადგან მაგისთვის სპეციალური პროცედურებია გაწერილი და ასევე, არ არის კამერა იმ ოთახში სადაც პატიმრის ჩხრეკა ხდება.

ეს არის ერთი მხრიდან წარმოდგენილი კამერა, მე როგორც გიორგიმ მითხრა, სადაც ეს ხდება, იმის თავზე ზუსტად არის კიდევ კამერები, რომელიც წესით პირდაპირ დაჰყურებს იმ ადგილს, რომელსაც ეფარებიან ბადრაგები. ამ კადრებს თუ გამოაქვეყნებენ, დიდი ალბათობით, ზუსტად გამოჩნდება ის ყველაფერი, რაც ხდებოდა. მას ასევე სურს, რომ ამოიღონ კამერები მისი ოთახიდან გადმოყვანის დეესკალაციის ოთახში შეყვანამდე. როგორც მან მითხრა, შემდეგ რამდენიმე დღე დატოვეს ამ დეესკალაციის ოთახში და ცივ ჰაერს უბერავდნენ, ეს ყველაფერი ხდებოდა დეკემბერში, შემდეგ საწოლის ლეიბი ავაფარე, რომ ამ ყველაფრისთვის გამეძლოო,- ამბობს არევაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.