პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმარი ჰყვება, რომ დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ციხის კონკრეტული თანამშრომლები პატიმრებს უწყვეტად აგინებდნენ

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარ ბექა შენგელიას ინფორმაციით, გიორგი დავითაძის საქმის გახმაურების შემდეგ ციხის თანამშრომლები პატიმრებს აგინებდნენ და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას ცდილობდნენ. ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და სხვა პატიმრები შიმშილობენ, ითხოვენ სახალხო დამცველთან შეხვედრას და კონკრეტული თანამშრომლების სამსახურიდან ჩამოშორებას.

პატიმარი ჰყვება, რომ დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ციხის კონკრეტული თანამშრომლები პატიმრებს უწყვეტად აგინებდნენ
TV პირველი

პატრიმობაში მყოფი ბექა შენგელიას ინფორმაციით, გიორგი დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის ცალკეული თანამშრომლები ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას და რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს.

როგორც მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით, აპირებს არ დატოვოს საკანი.

მისივე ინფორმაციით, ბექა და კიდევ რადენიმე პატიმარი ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას და ასევე, კონკრეტული ადმინისტრაციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩამოაცილონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, ასევე,

რამდენიმე წუთის წინ დავტოვე N6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულება.

მოვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა შენგელია.

ბექას განცხადებით, გიორგი დავითაძის ამბის გახმაურების შემდეგ, ადმინისტრაციის ცალკეული, (ხაზგასმით) კონკრეტული თანამშრომლები ცდილობდნენ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას საკანში მყოფ პატიმრებს, რასაც მოჰყვა კიდეც რამდენიმე ინციდენტი.

ბექას ცნობით, ადგილზე შიმშილობს მინიმუმ 4 პატიმარი.

ბექა, პროვოკაციის ან/და რაიმე უკანონო საგნის “ჩადების” თავიდან არიდების მიზნით აპირებს არ დატოვოს საკანი.

ბექა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ციხის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს მის სიცოცხლეზე, ჯანრთელობასა და ყველა შესაძლო გართულებაზე.

მოშიშმშილე პატიმრებისა და ბექა შენგელიას მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეწყდეს მათზე ყოველგვარი ზეწოლა, ხოლო, კონკრეტული ადმინისტრაციის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩამოაცილონ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

ბექა ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას და სწორედ სახალხო დამცველის მეშვეობით აპირებს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაფია კონკრეტული თანამშრომლების ვინაობის შესახებ.

მისი საჯარო განცხადება უნდა გახდეს მისი უსაფრთხოების გარანტია.

საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia, - ფურცელაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციური არ ადასტურებს ცნობებს რუსთავის მე-6 ციხეში პატიმრების შიმშილობაზე
  2. Facebookბექა შენგელიას ადვოკატი: ციხის წარმომადგენლები პატიმრებს ეუბნებოდნენ, რომ გაიმეორებდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს გიორგი დავითაძეს (ვიდეო)
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი დავითაძე ამბობს, რომ ექვსმა პატიმარმა შიმშილობა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები